Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.504

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტში დღეს ოთარ შამუგიას მოუსმენენ

20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს. ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. "მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობ

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. IPN

პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკა

პარლამენტში ბიუროს სხდომა 7 მარტისთვის გადაიდო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტში  დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო. დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით. თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა. ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია ი

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს - ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - „გრანტების შესახებ" კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ განიხილავენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონის პროექტით "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო ა

პარლამენტში „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მისული ჟურნალისტები არ შეუშვეს

პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც აპირებდნენ, რომ ბიუროს სხდომის პარალელურად გაეპროტესტებინათ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს „ხალხის ძალას“ საკანონმდებლო ორგანოში შეაქვს. „პუბლიკის“ ჟურნალისტის ცნობით, მედიის ნაწილმა მოახერხა პარლამენტში შესვლა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელთათვისაც საშვების დაშვება დეპუტატებმა მოითხოვეს, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტმა დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება შეუზღუდა. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმ

პარლამენტში “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს ხვალ განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 12 აპრილის სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში. ხვალვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა

პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს

პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს. მენაღარიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. კომიტეტი 8 მაისს შეიკრიბება. IPN

პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს, დღეს კი პროექტს კენჭი ეყარა. კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის. მთავრობის პროექტის მიხედვით: საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდ

პარლამენტმა ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, დავით სერგეენკოს - არა

პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ კენჭი უყარეს უმრავლესობის დეპუტატების – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი არ შეუწყვიტა, მაგრამ 68 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან დუმბაძისთვის ულფებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეუთავ

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი - ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კა

პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის განხილვის განმავლობაში სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი,- თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა. უმეტეს შემთხვევაში, პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატები მიკროფონის გარეშე საუბრობდნენ და მისი მოწოდების მი

პარლამენტმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მოქალაქეთა პეტიციის განხილვაზე უარი თქვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოქალაქეთა პეტიციის განხილვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოთხოვნა - უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის. აღნიშნული პეტიცია პარლამენტში 6 084 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, შესასწავლად და განსახილველად დარგობრივ კომიტეტს გადაეცა. კომიტეტმა პეტიციაზე უარი ისე განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მყოფ საინი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. 2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლ

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად - 80-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებას პროკუ

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წე

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით. საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გ

პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ მათ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა. აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუ

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“,  „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები. კანონ

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა. დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო. გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატ

პარლამენტმა აჭარის საზმაუს ბორდში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს. გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ივლისში პარლა
×
×
  • შექმენი...