Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.506

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews ცდილობს დააკვირდეს, როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალყურს ვადევნებდით გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრებს სოფლებში კარწახსა და ბოზალში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოფლებში -  კარწახსა და ბოზალში, ზედიზედ მეორე იყ

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" შეხვედრა გორში მოსახლეობასთან და შტაბის გახსნა (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" შეხვედრა გორში მოსახლეობასთან და შტაბის გახსნა (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია ,,ხალხის ძალა" ევროკავშირის წინააღმდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებს

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, როდესაც ჩანს, რომ თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებ

პარტია ,,საქართველოსთვის" მცხეთა - მთიანეთის ქალთა ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელი ირმა ღოღობერიძე - ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს შევძლებთ და შევცვლით!

"როდესაც გიყვარს საქმე და არ ელოდები ვინმეს ,ვინც ან გამოგიყოფს ფულს, ან არა!!! როდესაც ხალხს სჯერა შენი და გენდობა !!!დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, მოსახლეობის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით შევძელი და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ გზას, რომელიც ზამთარში იკეტება და ვერც სასწრაფო და ვერც სხვა მუნიციპალური მანქანა ვერ დადის!!! არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა დასახლების მოსახლეობა, ვინ გვერდში დგომით ,ზოგი ფიზიკურად და ზოგი რჩევებით მეხმარებოდა !! მიხარია ,რადგან ხალხმა იგრძნო რომ თავად შ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა (ვიდეო)

25 "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე : https://forgeo.ge/ka ვიდეო: https://www.facebook.com/61565348820977/videos/1502509127128200

პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა

პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა.   შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხო.   ანა ბუჩუკურმა ელჩებს პარტია ,,საქართველოსთვის“ ხედვები გააცნო თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს თითოეულ რეკომენდაცია.   ელჩებთან შეხვედრაზე ანა ბუჩუკურმა კიდევ ერთხელ დააფიქსი

პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, შეხლა-შემოხლაა

პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ. აღსანიშნავია, რომ ორი კომ

პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის გახსნისას განაცხადა, დიდი ალბათობით, დღევანდელი პლენარული სხდომა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება. პაპუაშვილმა აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პაპუაშვილმა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების სია წაი

პარლამენტში, ბექა ლილუაშვილმა "რუსული კანონის" ალტერნატივად "ანტირუსული" კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.   „მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალი

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.  

პარლამენტში ხვალ ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

23 მარტს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან დარაბები დააყენეს

პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს. აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. თუმცა როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება. „უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ. უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა. ვინ არიან კანდიდატები? ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორ

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება. ო

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა გადაიდო

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაიდო სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დაზუსტდება და შესაბამისად ინფორმაციასაც გაავრცელებენ. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა

პარლამენტში ჟურნალისტების შესვლის აღკვეთა ECPMF-მა მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში შეიყვანა

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) თბილისში 8 აპრილს პარლამენტში ჟურნალისტების დაბლოკვის შესახებ წერს. რუსული კანონის განხილვისას ჟურნალისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის შეყვანა. ECPMF ქართველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი საშვებისა და აკრედიტაციის მიუხედავად, პარლამენტის პრესსამსახურმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე უთხრა უარი შენობაში შესვლასა და

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის ცვლილებას უმრავლესობა მხარს დაუჭერს - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. ცვლილებების ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან. დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილებები 11 მაისს, მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცათ. რეგლამენტის არსებული რედაქციით

პარლამენტში მედიის შემზღუდავ წესებს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ. კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება

პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო. დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა. დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზეა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული. ipn

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ,,ამნისტიის შესახებ“

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ამნისტიას ეხება. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს. ,,ამნისტიის შესახებ“ პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს

პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მა

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. ipn
×
×
  • შექმენი...