Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.191

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პუბლიკა

რა გამოწვევებია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ | ომბუდსმენის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. ოკუპაცია სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხ

ომბუდსმენი - პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა - სერიოზულ გამოწვევად რჩება პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა

პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კ

საია - მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა

საიას შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაული

პაველ ჰერჩინსკი - შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. „დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს, ადამიანის უფლებ

გიორგი გახარია - საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. მისივე განცხადებით, მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო

ფულის გათეთრების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ორ უცხოელს წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლებას აძლევს

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. „რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, -

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს - ხარვეზის აღმოფხვრამდე, ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს. „აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,-

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია. იპნ

მარშს “შენი ხმა ევროკავშირს” სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს: „შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევრო

რელიგიური გაერთიანებები: ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა.

გამონაბოლქვის გამო 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს. კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 11

“შენი ხმა ევროკავშირს” — თბილისში EU-ს წევრობის სტატუსისადმი მიძღვნილი მარში იმართება

თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა. მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა. მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭე

ბერდია სიჭინავა - როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ (ვიდეო)

“როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ, თუმცა არცერთი მედიის მხრიდან არ გაშუქდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო იყო.”      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბბსს.mp4

ბერდია სიჭინავა - ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს (ვიდეო)

“ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს. ასეთ ადამიანს ჩამოაწერეს 20 მილიონი ლარის დავალიანება და წარმოუდგენელია ამ საკითხში არ ყოფილიყო ჩართული სახელმწიფო სამსახურები.”      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბს.mp4

ანა ბუჩუკური - 2021 წელს არაფერს ისე არ დაუზიანებია ოპოზიცია და ჩვენი გუნდი და არაფერს ისე არ გაუძლიერებია ივანიშვილი და “ოცნება” , როგორც სააკაშვილის ჩამოსვლას (ვიდეო)

“2021 წელს არაფერს ისე არ დაუზიანებია ოპოზიცია და ჩვენი გუნდი და არაფერს ისე არ გაუძლიერებია ივანიშვილი და “ოცნება” , როგორც სააკაშვილის ჩამოსვლას.”    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408748184_882532219834774_5226482160400547564_n.mp4

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მაღალ დონეზე კორუფცია საქართველოში კვლავაც გამოწვევად დარჩა

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები. „9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 36-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის ექსპერტებმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. „ევროპა ხდება პირველი კონტინენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს. ევროპას გლობალური სტანდარტების დაწესების დროს მის

სახალხო დამცველის მოადგილე ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. იპნ

საქართველოში და რეგიონში პირველად, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს. სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს. ახალი ტექნოლოგია გამოირ

გახარიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან „წასვლის“ მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება იყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობა დატოვა. 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადადგომის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რეალური უთანხმოება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლაზე დარღვეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა: „პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც

ბექა ლილუაშვილი - რატომ აღიზიანებს ოცნებას პრეზიდენტი (ვიდეო)

რატომ აღიზიანებს ოცნებას პრეზიდენტი... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.      407902120_1016894706202234_351583091879002918_n.mp4
×
×
  • შექმენი...