Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.221

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან

გიორგი გახარია - გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და  გამარჯვებას ულოცავს.  „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლ

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად

ჯოზეფ ბორელი - დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორები

სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი. იპნ

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს (ვიდეო)

გილოცავთ საქართველო - ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ელჩები სპეციალურ მიმართვას ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ. “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის - გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ

მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზ

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. იპნ

ამერიკის ელჩი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი: კულტურის მინისტრი თავს ესხმის ქართულ დოკუმენტურ კინოს

კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის განცხადებით, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თავს ესხმის ქართულ დოკუმენტურ კინოს. კინემატოგრაფისტთა პროფკავშირში ამბობენ, რომ წულუკიანის „იმედი ლაივის” ეთერში გაკეთებული განცხადებები შეიცავს ტყუილებს, „ქალთმოძულე შინაარსს” და ცრუ ბრალდებებს”. კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს მიტაცებულ კინოცენტრს და აგვისტოს თვიდან გამოცხადებულ კინო წარმოების კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, თბილისში, პარტიის ოფისში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, მესტიის საკრებულოს დეპუტატი ვიკა ფილფანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. "თქვენმა თაობამ პასუხი უნდა გასცეს ამ დრომოჭმულ პოლიტიკურ ელიტას, 2024 და 2025 წელს

სოხუმი: ასადის თქმით, ძალ-ღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს მიერ აფხაზეთის აღიარებისთვის

სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ ასადმა გუშინ, 13 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიიღო. შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბამ სირიის ლიდერს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან აფხაზეთში მიწვევა გადასცა. ასადმა მიწვევა მიიღო და აფხაზურ მხარეს სოხუმში 2024 წლის განმავლობაში ვიზიტს დაჰპირდა. სოხუმის რეჟიმის ინფორმაციით, ასადმა პირობა დადო, რომ „ძალ-ღონეს არ დაიშურებს

ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რა უთხრა ორბანს არგენტინაში შეხვედრისას

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. “ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ. მე წ

ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარება

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო. ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად. „გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მა

რა წერია EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტში?

ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს. „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს. ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია: ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას

პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს გადასცა „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები. ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიე

„თქვენ ყველას უყვარხართ“ — ორბანი საქართველოზე

„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით. „საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა. უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია ა

ბექა ლილუაშვილი - რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ უმრავლესობას ვთავაზობთ რუსეთის გავლენების შესუსტებისკენ მიმართულ კანონპროექტს (ვიდეო)

"რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ უმრავლესობას ვთავაზობთ რუსეთის გავლენების შესუსტებისკენ მიმართულ კანონპროექტს." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410865305_1103967277278525_9118428394908937554_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას (ვიდეო)

"წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410196976_201350236364236_4182971440449175929_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (ვიდეო)

"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4

მიშა დაუშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ (ვიდეო)

“სამი რამ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გაცილებით ეფექტურად უნდა დავიცვათ; რუსეთის ძალის დასაბალანსებლად ჩვენი მეგობრები, ძლიერი მოკავშირეები ახლოს უნდა გვყავდეს; ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  409929868_1712908332447856_8988556880210775003_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება (ვიდეო)

“საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ნატა საბანაძე - ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით (ვიდეო)

“ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით. ევროპარლამენტარებმა ორბანი შეაფასეს, როგორც პუტინის ტროას ცხენი, რადგან ის იცლის პოზიციებს, რაც ყველაზე მეტად წაადგება პუტინს.”      ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Res

ანა ბუჩუკური - საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება (ვიდეო)

საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4
×
×
  • შექმენი...