„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპერაცია ხანგრძლივია და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში", იმყოფება, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ.
„ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13 საათიანი ოპერაციაა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დ
საქართველოს კინოცენტრმა რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“ სიიდან სამი ფილმი ამოიღო. როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, სია ავტორის მოთხოვნით შეიკვეცა. რეტროსპექტივა 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით იმართება. ფილმების განახლებულ სიაში აღარ იძებნება უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, ასევე – ზაზა ხალვაშის „ნამე“ და „სოლომონი“.
ფილმების რეტროსპექტივის სიიდან ამოღებას ბოიკოტის მონაწილეები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საჯაროდ მოითხოვდნენ, თუმცა კინოცენტრის Face
რა საგარეო საფრთხეს უქმნის საქართველოს "ოცნების" კორუფცია...
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
GHYEfhizK0qNFIICAMKSCSA8vFsBbmdjAAAF.mp4
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია აქციის ჩატარებამდე მუნიციპალიტეტის წინასწარ, 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება. სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 14 დეკემბერს დააკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი – მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება – არ შეესაბამება კონსტიტუციის 2
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს ორი უმსხვილესი პარტია – მმართველი „ქართული ოცნება“ და მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ მიმართავენ უცხოელი პოლიტტექნოლოგებისა და კონსულტანტების მომსახურებას.
პირველად „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ საჯაროდ დაქირავებული უცხოელი პოლიტტექნოლოგები 2018-ში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰყავდათ – მოშე კლუგჰაფტი „ოცნებას“ და ვიტალი შკლიაროვი „ნაციონალურ მოძრაობას“.
მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვ
“ოცნება” ან გამოიყენებს კანდიდატის სტატუსის სახით მიღებულ შანსს ან გადალახავს წითელ ხაზებს და სათანადო პასუხს მიიღებს 2024 წლის არჩევნებზე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
412357468_1011256123298846_2969142872773157483_n.mp4
“ჩვენი გუნდის, ჩვენი გუნდის ლიდერის პოზიცია არის ის, რომ არავითარი კომპრომისი არ იქნება, ამ ორი ყველაზე მნიშვნრლოვანი ბარიერის წინაშე, რაც არის კორუფცია და რაც არის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ჩვენთვის ევროპა, ადამიანის უფლებების დაცვაა ევროპა, თუ კორუფცია ისევ ისე იბატონებს და იბოგინებს ამ ქვეყანაში, როგორც დღეს არის, თუ არაფორმალური მმართველობა დარჩება ისევ ისე, როგორც დღეს არის და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის და ერთი კაცის დაქვემდებარებაში იქნება, ბუნებრივია ვერანაირი კანდიდა
„ოცნება“ ივანიშვილს უხდის მადლობას კანდიდატის სტატუსისთვის, „ნაც.მოძრაობა” სააკაშვილს და არცერთს ახსენდება ის გმირები, ვინც სისხლით გადაიხადეს ამ ყველაფრის ფასი."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
411617032_1116464322856092_2173060871085595030_n.mp4
"ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იქნება მისი საახალწლო სუფრისთვის გენერალური რეპეტიცია."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GP7Dihi9Krb8RgECAAU11H3EMmdybmdjAAAF.mp4
“ამ ქვეყანას აკლია ეროვნულ საკითხებზე ერთიანი შეთანხმება. ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში და არაკონსტრუქციულია. ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას დაანახონ, რომ არიან საქმიანები, ეფექტურები, კონსტრუქციულები, პრაგმატულები და ა.შ.”
კახაბერ ქემოკლიძე
გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოსტინი მიიღებს განახლებულ ინფორმაცის იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ისრაელის თავდაცვის ძალები, ომის კაბინეტი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის ამჟამინდელ ფაზას.
პენტაგონის სპიკერმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს ლოიდ ოსტინთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი, ჩარლზ კვინტონ ბრაუნ
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეა
საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.
საია-ს ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საია-მ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;
ამასთან, კინორეჟისორი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976
უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო.
„წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს", - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ა
„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდ
მიულოცეს საკუთარ ბელადებს, მაგრამ დაავიწყდათ ეს გვარები.
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
410888652_821904869742644_7850319476664037661_n.mp4
უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა, წერს უკრაინსკა „პრავდა“ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით.
ლუბინეცის განცხადებით, სამშობლოს დაუბრუნდნენ: 2008 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები.
„2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგონა ხერსონის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ, და-ძმა უკვე დედასთანაა. მესამე ბიჭი, ასევე 2011 წელს დაბადებული, ასევე დაუბრუნდა დედას. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვან
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნ
“დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება.
Financial Times აღნიშნავს, რომ
საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს“.
მაუწყებლის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მაუწყებლის დაფნინასების მოდელის ცვლილებებსა და ახალ შენობაში გადასვლაზე.
მაუწყებლის ცნობით, იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა. იხილეთ განცხადება სრულად:
„საზოგადოებისთვის ცნობილი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმირ გუნდიაევზე) ძებნა გამოაცხადა.
სამინისტროს ძებნილთა სიაში მითითებულია, რომ კირილი ნოემბრიდან „ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს“.
Ukrinform-ის ცნობით, პატრიარქ კირილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და წარმოება.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უვადო პატ