Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.192

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჰელსინკის კომისია: საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ოცნება“ ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“,- წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში. აქამდე, 31 ივლისს, ჰჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდა. პუბლიკა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე, 2018 წლიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. ამასთან, სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზ

სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის

გიორგი გახარია ხსნის, რატომაა ტყუილი „ოცნების“ 60%-იანი რეიტინგი

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგზე ტყუილია. გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას. „პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“. ყოფილი პრემიერის თქ

თბილისში პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო

თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა. სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება. ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

თეონა აქუბარდია - “ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის (ვიდეო)

“ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის. ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე, საიდანაც “ოცნებამ” გადაიყვანა ქვეყანა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/589939703355895/

ანა ბუჩუკური: 2 კოალიციის განცხადება პოპულისტურია, სიების გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ. ანა ბუჩუკურის თქმით, ცესკოს მიერ პარლამენტისთვის გადასაგზავნი დეპუტატების სიის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. პარტია „საქართველოსთვის“ აქცენტს საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლებზე აკეთებს. 120-ე მუხლის თანახმად: 131-ე მუხლის თანახმად: დეპუტატის უფლებამოს

პრეზიდენტი შსს-ს: ბარემ თქვით, ყველას დაგიჭერთო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. “ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კონსტიტუციის კიდევ ერთი და მთავარი პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს კანონით ზღუდავენ ამ უფლებას, თუ დადგენილებით! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. დღეს, 21:00 საათზე,

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვ

BBC - სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა. აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმ

რა უჯდება უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლა?

ირანული დრონებით რუსეთის არმია სერიოზულ პრობლემებს უქმნის უკრაინას - გარდა იმისა, რომ ე.წ. მოპედების თავდასხმებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ წინააღმდეგ უკრაინას ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება უწევს. მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ გაერო-ს თხოვნით მიმართეს, გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების სავარაუდო გამოყენების ფაქტი

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს თხოვნით მიმართეს გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანული დრონები გამოიყენა. ოთხივე ქვეყანა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო და გაერო-ს თხოვნით მიმართავენ გააგზავნოს გუნდი, რომელიც დრონების წარმოშობას შეისწავლის. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუ

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური

„თბილისი ენერჯის“ ორი ბავშვისთვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრ

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მზიურის პარკს“ დაუბრუნდა 18 000-მდე კვ.მ.-ის ფართობი, რომელიც გასხვისებული იყო - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის პარკს“ 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დაუბრუნდა, რომელიც გასხვისებული იყო.

ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების სადავო თანხა 565.5 მლნ ლარია - რაზე უჩივიან სახელმწიფოს?

ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგა

სუს-ის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ინფორ

დენის შმიგალი - სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. „ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშ

მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება

მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფ

მიხეილ დაუშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს

კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს. „ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს,

აღდგომის ღამეს გახანგრძლივდა მეტროს მუშაობის საათები

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე; გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება. „26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.   1ტვ

ბერდია სიჭინავა - "ქოცებმა" და "ნაცებმა" ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა!

ჩვენს პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ექნება 2 სტრატეგიული ამოცანა და მიზანი: - “ქოცები” გავუშვათ ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე; - “ქოცებმა” და “ნაცებმა” ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა! - ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ვიზრუნოთ ამ მიზნის მისაღწევად! - ამაში მხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს! პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
×
×
  • შექმენი...