Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.299

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო AFP-ი ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. ipn

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად თუ არა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაინც (ვიდეო)

“პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლია

მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული. კვლევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა. როგორც კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციაში აცხადებენ, 2024 წელს აქცენტი ძაღლების სტერილიზაციაზე გაკეთდება. ცნობისთვის, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლო

ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად  დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე

თბილისის მერიის თანამშრომელი: ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღების იდეაა მტრული. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს: „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს? ის რომ: ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სა

ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.   „ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდ

კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვ

პარლამენტში ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მა

თსუ-სთან კობახიძის ლექციის გამო შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები უსწორდებიან. „როგორც წინა შაბათს, კობახიძემ კვლავ მოაბილიზა თავისი ბანდა და როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, რომ გაგვეგონებინა პროტესტის ხმა, მოგვიახლოვდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთ

უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედ

ბექა ლილუაშვილი -  ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერც ერთი სანქცია ვერ გააკეთებს, ყველაზე დიდი სანქცია “ოცნებისთვის” არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც კობახიძის სცენაზე გამოსვლისას ნათლად გამოჩნდა (ვიდეო)

ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერც ერთი სანქცია ვერ გააკეთებს, ყველაზე დიდი სანქცია “ოცნებისთვის” არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც კობახიძის სცენაზე გამოსვლისას ნათლად გამოჩნდა.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/815289454045252

უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარ

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს და აქტივში 13 ქულა აქვთ. ნეტგაზეთი

„ქმედებებია საჭირო, რუსეთს მხოლოდ შეიძლება აიძულო მშვიდობა" - ზელენსკი გაეროზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს „მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო“ და ის მოლაპარაკებებით არ გაჩერდება. ზელენსკის თქმითვე,  უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავდა 3 ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას. ზელენსკის ასევე მზად აქვს „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ჯო ბაიდენისა და სხვა პარტნიორებისთვის გეგმავს – თუმცა მისი დეტალები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.   პუბლიკა

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერები მივიდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მისული ლიდერები: ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხსა და „ქართულ ქარტიაში“ შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ. როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრე

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი" | გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების 3 სავარაუდო სცენარი დაასახელა

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა: 

გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს

მაია სანდუ ქართველ ხალხს - მტკიცედ დადექით, მოლდოვა თქვენთანაა!

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, - წერს სანდუ.   იპნ

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე დღეა, სტუდენტებ

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ივანიშვილისგან შეთავაზება? - ექსპრემიერის პასუხი

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“ ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება. გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედე

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია. ასევე, გვიან ღამით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში. აფეთქებები მოხდა ვინიცაში. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხ

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა იღებს უამრავ აპლოდისმენტს, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინა უამრავ აპლოდისმენტს, თუმცა არასაკმარის საბრძოლო მასალას იღებს. მან კონფერენციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა მოითხოვა. ,,ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ ნაკლებად უნდა დავუკრათ ტაში და უკეთ მივაწოდ

რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც. მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯ
×
×
  • შექმენი...