Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    867.555

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ

დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. „ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის - არ შეიძლება გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო იყოს მიღებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება. „ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო იყოს მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს “ცივი გონებით და ცხელი გულით“ და არა პირიქით. ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ დღ

ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების, კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს. „ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი

რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო

რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი გერმანიაში ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე შედგა. „გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისათვის, „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედ

ოჯახი მოითხოვს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს. ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება. კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი

იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მიიღებს, - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გიორგი ვაშაძე - 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი

ხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას. მისივე თქმით, 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი. „რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? - სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულე

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე - საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან, იმედი მაქვს, 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ

საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის და აღ

ზურაბ აზარაშვილი: თუ EU-ს რამდენიმე ქვეყანა დააფინანსებს Vosoritide-ს, ჩვენც ავიღებთ პასუხისმგებლობას

,,ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზ

იაპონური მედიის ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია Kyodo ავრცელებს იაპონიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით.  დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება და რუსეთისთვის სანქციების გაზრდა იქნება. სამიტს ასევე დისტანციურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი უკვე ბევრ პროდუქციაზე აკრძალე

მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდებ

ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია ურყევია. „ოპოზიციას აქვს შეხედულება, რომ ისინი, პოლიტიკოსები წყვეტენ, რომელი მოსამართლე კარგია, რომელი არა და აპირებენ ხელში აიღონ მართვის სადავეები

ოპოზიციის ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს. შესაბამისი განცხადება, რომელსაც 13 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააჟღერა. რომან გოცირიძის თქმით, მინისტრთან კითხვები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ექნებათ. „ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკ

გიორგი გახარია - საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!

საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც საბოლოოდ მუსლიმებს და მართლმადიდებელ ქართველებს ერთად მოგვაპოვებინებს დიდ წარმატებას, თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და

"მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ" - სულხან მოლაშვილის მამა

მე არა­ვი­თა­რი კი­თხვა არ მაქვს მო­სა­მარ­თლე მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძეს­თან - პირ­და­პირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვი­ლი მან მოკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მა­მამ, თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და. მან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლის, მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძის უვა­დოდ და­ნიშ­ვნა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არამ­ხო­ლოდ კა­პა­ნა­ძის

მიხეილ დაუშვილი - კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

,,პროტექსი," ,,პალმოლივი“, ,,გარნიე,“ ,,დავი" - ცნობილი ბრენდების ჰიგიენურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემით კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ეს არის „პროტექსის“ თხევადი საპონი, პარტიის ნომრით 10190546. ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებში ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის აღმოჩენის შესახებ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემამ ინფორმაცია გასულ კვირასაც გაავრცელა. „პროტექსის“ საპონშიც სწორედ ეს ნივთიერება გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორ

ლოიდ ოსტინი - პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია

პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტაინის” ფორმატში ჩატარებული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა უხეში შეცდომები დაუშვა გაანგარიშებაში, როდესაც ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა. “მას ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ უკრაინა მისი პარტნიორების დახმარებით მყარად დგას. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთობა გაიხლიჩე

სუს-ი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს. „ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან დ

პარტია "საქართველოსთვის" - მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა

პარტია "საქართველოსთვის" აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: "მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა -  სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასა

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებ

„ბიბლუსი“ აპრილის თვეში უამრავ ადამიანს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“

„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება. კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვა სცადეს — აქცია გრძელდება

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს. მათ ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვაც სცადეს. მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. მშობლები ამჟამადაც შენობასთან არიან შეკრებილნი, პლაკატებით “აქონდროპლაზია არ არი
×
×
  • შექმენი...