Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე - საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან, იმედი მაქვს, 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ


საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს.

„მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ. 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება, რა თქმა უნდა, და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას. ყველა საკითხს აქვს რაღაც განზომილება. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არ არის საინტერესო და ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. კი ბატონო, ჩაატარონ აქცია ეს მათი უფლებაა", - განაცხადა სამხარაძემ.

 

წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...