ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა.
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს
1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სო
უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული.
„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ
პარტია "საქართველოსთვის" წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, მშობლები საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანს და მათი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება.
როგორც რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.
როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.
ოპოზიციას ურჩევნია, რეგლამენტი წაიკითხოს. დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას. რეგლამენტის ერთი ჩანაწერი მავნებლობას როცა ემსახურება, მეორე ჩანაწერი უნდა გამოიყენო ამ მავნებლობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კენჭისყრის გასამართად რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილება მოსა
ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ.
"მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და
კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის.
მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს.
„კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო
თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა.
ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება რო
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ.
მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.
მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელო
ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ თანაბარ პირობებშიც კი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იცის, რა და რამდენი აქვს დასამალი.
„ჯერ არშექმნილმა კომისიამ თ
ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია.
„მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ო
უახლოეს დღეებში ნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა მოქმედებები - მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები უნდა გავაჩინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მისთვის ცნობილია სხვა პარტიებში განწყობების თაობაზე, რომ გარკვეული მოქმედებებია საჭირო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინის
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”.
„ნაციონალურ
დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც “ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავს ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი.
„დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გ
დღეს ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში და რომელიც აღიარა იანვარში, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც ვუსწრებთ, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ერთ-ორ კანდიდატ ქვეყანასაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია და NGO სექტორიც ახლა უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ ევროკავშირს არწმუნებდნენ -
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“.
,,დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყი
სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს - ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანისთვის ქართველ მოსამართლეებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება, მაგრამ „ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი“ საქართველოს თავდაცვ
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გორში, 2021 წლის 7 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ოთხი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
„ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება.
„როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება
საქართველო არის აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ბოლო 30 წელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც ეფუძნება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, იქნას წარმოდგენილი.
მისი თქმით, აშშ-ს ელჩი საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვერ გრ
გახარიას გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. გიორგი გახარია ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „გააქტიურდა გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე და ისმის ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რას უპასუხებთ, რას უკავშირებთ გაა