"მივმართავ ყველას! აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს სპეციალისტების მიერ IV-VI საუკუნეებით დათარიღებული „აბედათის ციხე-დარბაზი“, რომელიც მკვლევართა აზრით ლეგენდარული „ონოგურისია“, აქვეა IX საუკუნეში ელინისტური ხანის (ძვ.წ. III-I ს.ს.) კერამიკული მასალები, შუა საუკუნის ფულის მონეტები და სხვა. აღნიშნული „ციხე-დარბაზი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ეკლესია რე
მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-შ
სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, - ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Tanjug-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა
ევროკავშირი მზად არის, ახალი შემზღუდველი ზომები დაუწესოს ირანს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება მიუღებელია, რაზეც ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს.
„ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტებისას, მათ შორის ირანთან, რომ მიუღებელია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რაც საშუალებას აძლევს მა
უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.
ბაქაქურის თქმით, გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მოსამართლემ გვითხრა, რომ უზენაესი
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებულ თავდასხმას წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის დაკვეთით, ჩასაფრებულმა ხალხმა შეასრულა.
გახარია აცხადებს, რომ “ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა“, თუმცა, მისთვის საინტერესო არაა შემსრულებლები, მისთვის მთავარია დამკვეთი.
“ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა“ - ამბობს გახარია გადაცემა “რეაქციაში“ და გამოცემა “ბათუმელები
ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს.
„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბ
„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს „მავნებელს“ უწოდებს.
ზარქუა ელჩს პოლარიზაციის გაღრმავებასა და ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
როგორც ზარქუა ამბობს, კელი დეგნანი როგორ ელჩი „ვერ შედგა“.
„მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო! მე მინდა ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით აქ[…] ძა
სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ვარაუდებს ირიბად ადასტურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ წინა თვეებში გაკეთებული განცხადებები.
პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს.
"იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქართული ოცნება ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ნიშნით თვეობით გაჭიანურებას.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეე
“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ, თუ საიდან შემოდის ეს პროდუქცია ქვეყანაში.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია.
3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შეფასებისას, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში) დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან შოვის სტიქიის მასშტაბი შეადარა თბილისის, ვერეს ხეობის და მანამდე დევდორაკის ცნობილ სტიქიებს და ვარაუდიც გამოთქვა, რომ რაჭაში 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა დაიძრა.
მაინც რა მოხდა შოვში, როგორია გეოლოგების წინასწარი დასკვნები და როგორ შეიძლებოდა მომხდარის
შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა.
„ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთვევაში "ოცნება", რომელმაც გაბედა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ, ორი ალტერნატიული კანონპროექტის სახით
"ოცნებას", მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე სდუმან, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს.
გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/955308
საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.
როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება.
„კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში
უმრავლესობის წევრი და პრორუსული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობების განცხადებას ეხმაურება.
გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.
ქურდოვანიძე განმარტავს რომ ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა და პარლამენტმა შსს-ს უფლება მისცა დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა:
„კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს.
ინტერპრესნიუსი
დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აშშ-მა ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაასანქცირა.
„გახსოვთ, პუტინმა პირადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა აღდგენილიყო საჰაერო მიმოსვლა და ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მაშინ მე, მათ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რეზნიკოვის შემცვლელი რუსტემ უმეროვი იქნება.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარლამენტს შესთავაზებენ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება.
"გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებას
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირ