Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.606

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეთრი სახლი - უკრაინამ აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღის მიღება დაიწყო

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა. „დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე. თეთრი სახლის პრესსპი

უბნები თბილისში, სადაც შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გაა

ვარკეთილში ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცავებმა 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე თბილისში 3 პირი დააკავეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმ

IDFI: წლებია, სახელმწიფო უწყებები არ აქვეყნებენ სავალდებულო ინფორმაციას

ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ 15 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგს – „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ სცადა, მოეხდინა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და გაემართლებინა რუსული კანონის მიღება. მმართველი პარტიამ რუსული კანონის საწინააღდეგო განცხადებაზე ხელისმომწერი 474 ორგანიზაცია 7 კრიტერიუმით შეაფასა: 1. ვებ-გვერდი; 2. დონორის დასახელება/ლოგო; 3. პროექტის დასახელება; 4. გრანტის ოდენო

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, - განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ. Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის

ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა. „ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, - აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა. მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაც

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ. პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რ

თეონა აქუბარდია პრემიერის გაეროში გამოსვლაზე - ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება

ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“. აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. „თქვენ

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რ

პეტრას აუსტრევიჩუსი - საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე - თქვენ ევროპას ეკუთვნით

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით წაიყვანა. საქარველოს მთავრობამ მიატოვა წინა დაპირება და აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოგ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. „ვიმეორებ საერთო მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავი

უნდა გამკაცრდეს კანონი და კონტროლი – ხორგუანი მერიის არალიცენზირებულ კომპანიაზე, რომელიც მოსახლეობას წყალს აწვდის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე–ჯავახეთში და დეპუტატობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა რეგიონებში სასმელი წყლის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არალიცენზირებული მუნიციპალური ა(ა)იპ–ების მიერ, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. იგი ფიქრობს, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა გაამკაცროს კანონი, რათა მოქალაქეებისთვის ს

„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. "ვაიმარის ქვეყნები" კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს

რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - თუ დასამალი არაფერი აქვს ცესკოს, გამოიტანოს ყველაფერი სააშკარაოზე (ვიდეო)

თუ დასამალი არაფერი აქვს ცესკოს, გამოიტანოს ყველაფერი სააშკარაოზე. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მტკიცებულებები ნადგურდება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/537268065890936

როთი: ოპოზიციამ არასათანადოდ შეაფასა ის, რომ ბევრ ქართველს ეშინია ომისა და აგრესიის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თქვა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არასწორად შეაფასა ზოგიერთი რამ წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტთან ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ როთმა თქვა: პუბლიკა

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს. უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან. „გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – გან

ზურაბიშვილის გეგმა - რას სთავაზობს პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორ

2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუცია გმობს, როგორც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართულ ავიაიერიშებს. ასევე, რეზოლუცია გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ე.წ რეფერენდუმების გზით. დოკუმენტში ასევე არის მოთხოვნა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხონ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

„როიტერის“ ინფორმაციით, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზეწოლის ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია. 1984 წლის შემდეგ მაუნა ლოა პირველად ამოიფქრვა. მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.   ავტორი - ქეთი ჩოხელი
×
×
  • შექმენი...