Jump to content
Planeta.Ge

თეთრი სახლი - უკრაინამ აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღის მიღება დაიწყო


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა.

„დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ იარაღი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ.

გასულ კვირას, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული 21-ე შეხვედრის შემდეგ, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას USAI-ის (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის) მექანიზმის ფარგლებში 6 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები მიიღო და მათი მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ 24 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარამდე ღირებულების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...