Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.895

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება შესთავაზეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვად

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. "28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე

ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

1 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღეა

1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ  წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც  40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად,  თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა, იახტები [კატარღები], შვეულმფრენ

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს. "მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა. "შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.  

გიორგი გახარია - დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. „ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შო

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8287 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედე

შსს-მ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებ

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ჯანადცვის მინისტრის მოადგილე: მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს

მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედპერსონალთან კომუნიკაცია გაგრძელდება. „სამუშაო რეჟიმში ვართ, ყოველდღე მოვალთ. მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკა მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ჩვენ ვაგრძელებთ კომ

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. „ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

გახარია - საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში დაკარგული ამდენი სიცოცხლე (ვიდეო)

"ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება." ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თა

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ზღვაში ლუკა ლაცაბიძის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ. ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. პუბლიკა

გახარია - ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც" (ვიდეო)

- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც". - აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს. -  ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.   პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე  წყალტუბოში. 363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4

ოთარ შამუგია - მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი

ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება. „ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის

CNN: უკრაინამ, როგორც ჩანს, სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც. ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასა

ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ბრალდების მხარე კი გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისი დატოვა წინასწარ პატიმრობაში. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით 4 ექსპერტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დე

ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი, თოვლჭყაპი - საქართველოს რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა; 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტე

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. „რომ მეთქვა

მიშა დაუშვილი - ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა - რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს (ვიდეო)

“დღეს ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში არის უსაფრთხოების საკითხი. ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა. რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს. ოცნება კი ცდილობს იმპიჩმენტის საკითხით გადაფაროს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. “ მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387833185_580294170833724_8977370477246911512_n.mp4

79% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს — NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კერძოდ, გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის მისაღებია, რაც წინა კვლევასთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი — ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. გამოკითხულთა 29%-ის აზრით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ საქართველო ევრო

მიშა დაუშვილი - დიახ, ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!

სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ოფიციალურად გაფორმებამდე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე.   თუმცა, მთავარი წინ არის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. ამისთვის კი ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერსვე, ანუ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებისთანავე, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შე

ესტონეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში პოლიციამ დააკავა ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი და რუსეთის მოქალაქე ვიაჩისლავ მოროზოვი. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობა ედება. პოლიციამ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გაავრცელა. თუმცა, მოროზოვი 3 იანვარს არის დაკავებული. ესტონეთის თავდაცვის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო ჰალოსონმა თქვა, რომ „აგრესორი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალია”. ესტონეთის პროკურატურამ სასამართლოს ვიაჩისლავ მოროზოვისთვის პატიმრობი

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. „ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმ
×
×
  • შექმენი...