Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.282

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინე

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუ

პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევნში დაზიანებული ელექტროკაბელი ჩანს

საქართველოს გენერალური პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებულ ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ჩანს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კადრებში ჩანს ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოყოლილი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი, რომელშიც უწყების ინფორმაციით, 380 ვოლტი დენი გაედინება. „22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შ

პროკურატურა ვერიფიკაციის აპარატების წაღებას ცდილობს — „გახარია საქართველოსთვის“

გახარიას პარტია აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. „გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. „პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები

პროკურატურა დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეს იძიებს - სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს

პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში,

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ ორი დამატებითი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა, კერძოდ, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბ

პროკურატურა გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე - გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა. „ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვ

პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე

პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა და ვალდებული იყო მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო დახმარება და კლინიკა დატოვა

პროკურატურის განცხადებით, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძისთვის დაუყოვნებლივ, შესაბამისი მკურნალობა გაეწია. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხ

პროკურატურა - თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. როგორც საქართ

პროგრამის მეტადონს ცენტრის თანამშრომელი უკანონოდ ასაღებდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.

პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყებ

პრიგოჟინის ცნობით, ბახმუტიდან რუსები გაიქცნენ, სამინისტროს ცნობით, გადაჯგუფდნენ

ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების ქმედებებს აბსოლუტურად განსხვავებულად ახასიათებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. ეს არის ამ ორ ძალას შორის არსებული კონფლიქტის კიდევ ერთი გამოხატულება. ბოლო დღეებში პრიგოჟინი უკრაინელების წინსვლაზე საუბრობს, ხოლო 11-12 მაისის ღამით რუსმა „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინამ „ფლანგების გარღვევა“ მოახერხა. დილით ამ მიმართულებით წინსვლის შესახებ განაცხადეს კიევშიც.

პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა – მედია

თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“. ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან. აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფ

პრიგოჟინის აჯანყების გამო, მოსკოვსა და ვორონეჟში კონტრტერორისტული ღონისძიებები მიმდინარეობს

შეირაღაებული დაჯგუფება ,,ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ,,ანტიტერორისტული ღონისძიებების" ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ,,გზებზე დაწესდა დამატებითი კონტროლი, შესაძლოა მასობრივი ღონისძიებების გამართვაც შეიზღუდოს." - განაცხადა სობიანინმა. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქში საბუთების შემოწმება მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ცნობით, კონტრტერო

პრიგოჟინი: ჭურვებს ისევ არ გვაძლევენ, მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით ავრცელებს ვიდეოს სათაურით – "ჭურვებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ჯერ კიდევ არ აძლევენ".  პრიგოჟინის მტკიცებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. პრიგოჟინის თქმით, თუ ვაგნერი ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და დასვამენ კითხვებს, თუ ვინ ღალატობს ქვე

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონა. ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს. პრიგოჟინმა ვ

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე. 22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ

პრიგოჟინი გენერალურ პროკურორს Youtube-ის დაბლოკვას სთხოვს

კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა თავისი როლი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შექმნასა და დაფინანსებაში, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ მთელ ქვეყანაში დაიბლოკოს და შეიზღუდოს წვდომა ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე, ხოლო მისი მფლობელი, კორპორაცია Google არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდეს.   ამის შესახებ იუწყება პრიგოჟინის კუთვნილი კორპორაცია „კონკორდის“ პრესცენტრი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ასევე გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვისადმი

პრიგოჟინი ადასტურებს, რომ „ამბოხს“ აჩერებს და უკან ბრუნდება

ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გა

პრემიერმაირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს

პრემიერმა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა გვთხოვა — შაჰინი

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზუ

პრემიერის გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება - ზურაბიშვილი

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.
×
×
  • შექმენი...