Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.233

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის

ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.   მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში სანიაღვრე არხებისა და სადრენაჟო სისტემის გაწმენდა, მოვლა პატრონობა და ა.შ. სწორედ შპს "თბილსერვის ჯგუფია".   "ინფორმაციისთვის ეს ის კომპანიაა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა არაერთი კორუფციუ

გიორგი კეკელიძე - აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა. მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას. ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადები

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის. ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“. მსგავსი სახის მომსახურების

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო

ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.   „ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდ

კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვ

მოტოციკლეტებს და მოპედებს ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ

მოტოციკლეტებს და მოპედებს (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონის განმარტებით ბარათში წერია: ბასეინში მოძრაობის უფლება არ აქვთ ჩვეულებრივ მანქანებს. ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე. პუბლიკა

საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. „საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სე

სოფელ დიღომში კაცი მოკლეს

სოფელი დიღომში კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. publika

პირს, რომელმაც თანამზრახველთან ერთად სოფელ ველისციხეში კაცი მოკლა და ჭაში დამარხა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ

გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს

ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. “მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან. კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკო

პრეზიდენტი: მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს. როგორც

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს. იპნ

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ივანიშვილისგან შეთავაზება? - ექსპრემიერის პასუხი

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“ ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება. გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედე

5-მდე გაიზარდა კიევის ცენტრში ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“.   რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია. ასევე, გვიან ღამით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში. აფეთქებები მოხდა ვინიცაში. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხ

ისტორიული მატჩი - საქართველოს ნაკრებმა უელსი კარდიფში დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და ისტორიულ მატჩში 13:12 მოიგო. ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო. მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ უპირატესობით ჩვენმა მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორ

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, ფარდულში დაიწყო, სადაც სუფრა იყო გაშლილი. მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.   ავტორი - ლიზა დვალი

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატო

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა - ბრიტანეთის ელჩი

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. პ

ზურაბ ბატიაშვილი - ბურთი ჩვენს მოედანზეა და თუ მზად ვიქნებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ევროკავშირის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს

შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თუ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დასავლეთს ბუნებრივად გააჩნია, ძალი

ენტონი ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა. საუბარია 5.4 მილიონ აშშ

ლილუაშვილი - ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის პრემიერ-მინისტრია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები ისევ ხალხის სარგებელისთვის და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს (ვიდეო)

"ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის არის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები, იმისთვის, რომ მათვე მიიღონ სარგებელი და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს."   ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი. 372962081_143101832197109_4400962185295229762_n.mp4
×
×
  • შექმენი...