უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომე
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას გადაეცემა.
ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსი
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
ბაია პატარაია (ფემინისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი) – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
ანა არგანაშვილი
დღეს საქართველოს 9 ქალაქში ანტირუსული საპროტესტო აქციები გაიმართება.
თბილისში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში 17:00 საათზე ქალთა მარში დაიწყება რუსული კანონის წინააღმდეგ.
19:00 საათზე კი თბილისში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია.
ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე გუშინაც შეიკრიბნენ, მათ მსვლელობა გამართეს და გმირთა მოედანთან ფიცი დადეს. მსვლელობის დროს პარალეიზებული იყო თბილისის ცენტრალური ქუჩები.
პუბლიკა
MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფე
კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“.
ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი
ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას.
პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.
„დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა.
„ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდ
იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.
წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირე
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც "ინტერპრესნიუს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.
იპნ
გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, - ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გად
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი იბრძვის ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან.
ბრიტანელი Street art არტისტის, ბენქსის სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც კიევშია გადაღებული და სადაც დასტურდება რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად მან შექმნა.
ბენქსი სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია.
გასულ წელს Sotheby’s აუქციონზე, პირველად, ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. ამ ნამუშევრის სახელწოდება იყო — „სიყვარული ჰაერშია“. მის ღირებულ
30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემჭრის წლისთავზე გამოცხადდება.
„ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილ
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე ქ. დუშეთში რუსთაველის, შამანაურის, ჭონქაძის, ჭავჭავაძის, დადიანის, წმ. ნინოს, სააკაძის, ბაჩანას, იოსელიანის, ერეკლე II-ისა და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ასევე, 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე სოფელ
,,ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა.
,,ახლა გავლენის აგენტებზე კანონის მიღება უნდათ, ხომ? ეს (ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენში) იყო ჩვენი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის და მისი ხელისუფალის, პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა – თავიდან ბოლომდე, მისი ყველა მესიჯით. ექსპერტები რო
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება.
„აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას კიდევ ერთხელ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცდებიან. ეს რისკებს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას,“ - აღნიშნა მან გამოცემა ,,სპუტნიკთან“ ინტერვიუში.
არძინბა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს.
„ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა გუშინ, 28 აპრილს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს.
კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.
ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 4 ივნისის დილიდან, დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხუთ მონაკვეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„4 ივნისს, დილით მოწინააღმდეგემ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადების მოქმედებაში მოყვანით და სხვა სამხედრ
3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირვ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ სანქციები დააწესა რუსეთის ფარგლებს გარეთ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე შეეხო სამ რუსული კომპანიას, რომლებიც ელექტრონიკის იმპორტს ახდენდნენ, რაც
დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ხოლო ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარ