Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.064

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რა წერია EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტში?

ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს. „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს. ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია: ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას

რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში 2024 წლიდან?

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ ჩამონათვალს გთავაზობთ: 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება   2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება. სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის

რა შეუსაბამობები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეში

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის მონაწილე ახალგაზრდას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესის განმავლობაში, რომელიც არაერთხელ გადაიდო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც დამკვირვებელი არასამთავრებო ორგანიზაციების, ისე დაცვის მხარის განცხადებით, არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებს გაეცნო „ნეტგაზეთიც“ და მოკლედ აღვწერთ იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც დაცვი

რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი | ცესკომ განკარგულება მიიღო

დღეს, 5 ოქტომბერს ცესკომ განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის მიხედვით, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადე

რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს. გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან: 1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზ

რა ღირს? პირადში მოგწერთ - ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია, მიუთითოს ფასი

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას. ფასის მითითება აუცილებელი არ

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასაქცირა. ლევენა მურუსიძემ ქონებარივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ი

რა ფორმულით დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი - მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.  მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კ

რა ფაქტებს მალავს რიკოთის უღელტეხილზე გზებისა და გვირაბების მშენებელი კომპანია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია. ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებულ

რა უჯდება უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლა?

ირანული დრონებით რუსეთის არმია სერიოზულ პრობლემებს უქმნის უკრაინას - გარდა იმისა, რომ ე.წ. მოპედების თავდასხმებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ წინააღმდეგ უკრაინას ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება უწევს. მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის

რა უჯდება საქართველოს კომბოსტოს იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 60%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა. კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშ

რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე (ვიდეო)

პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:    

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია ბინის/ოფისის გასაჩხრეკად მოგვადგება – იურისტის განმარტება

დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში შევიდა. ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა ამის საფუძელს ისინი ჯერჯერობით არ განმარტავენ. სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” სპიკერი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია განმარტავს ჩხრეკის სამართლებრივ საფუძვლებს. რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად? სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება (გ

რა უნდა ვიცოდეთ როდესაც პოლიცია ქუჩაში გვაჩერებს

ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ, ეკითხებიან სახელსა და გვარს, სთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უღებენ სურათს და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა უფლებები აქვთ მათ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს, მაშინ, როდესაც მათ ქუჩაში აჩერებენ. რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან,

რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისთვის - საიას განცხადება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან. საია პრობლემურ

რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი. „ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ: მიხაელ როთი ჟიგიმანტას პავილიონისი ერიკ ოტოსონი იუკა კოპრა მიხაელ კამინსკი

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ანტიბიოტიკების მიღებას

როგორც ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოარკვიეს, ანტიბიოტიკების კურსის მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, დაკავშირებულია თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.   კვლევის მიმდინარეობისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვების სიცოცხლის ნაადრევ ეტაპზე ანტიბიოტიკების შეყვანის ხანგრძლივი ეფექტები. საკვლევ ცხოველებს აკვირდებოდნენ პრეპარატების - ამპიცილინისა და ნეომიცინის - მიღების დაწყებიდან ხანდაზმულ ასაკამდე (102 კვირა). ანტიბიოტიკები სერიოზულად ამცირებდნ

რა სურს ხელისუფლებას, საით მიჰყავს ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - გიორგი გახარია სტუმრად "პოლიტ-ქალაქში"

რა სურს ხელისუფლებას, საით მიჰყავს ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სტუმრად "პოლიტ-ქალაქში" ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://palitranews.ge/video/250841-ra-surs-xelisuplebas-sait-mihqavs-kveqana-da-rogor-sheizleba-ganvitardes-movlenebi-sakartvelos-qopili-premier-ministri-da-partia-gaxaria-sakartvelostvis-tavmjdomare-giorgi-gaxaria-stumrad-polit-kalakshi/

რა საფუძვლით გამოცხადდა კინოცენტრში რეორგანიზაცია - ბრძანება

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. „პუბლიკამ” რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოიპოვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უფლებადამცველებს – ბურჯანაძის განმარტება

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო. ბურჯანაძის თქმით,  საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინ

რა რაოდენობის რუსული საკვები და სასმელი პროდუქტი შემოდის საქართველოში

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1,629 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები/სასმელი) შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ 427,451 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პირველ ადგილს 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 20

რა პლაკატების გამო დააკავეს რუსეთში აქტივისტები ნავალნის დაბადების დღეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე რუსეთში სულ მცირე 109 ადამიანი დააკავეს, იუწყება „ო-ვე-დე ინფო“. აქციები მცირერიცხოვანი იყო, დიდწილად მომიტინგეები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ. უფლებადამცველთა ცნობით, მომიტინგეებს აკავებდნენ, მათ შორის, ლურჯ-ყვითელი [უკრაინის დროშის ფერები] ბუშტებისთვის, პლაკატისთვის „თავისუფლება კენგურუსაც, პუტინი – ობობაა“ და წარწერისთვის „მიმართვა დივნებს“. ნავალნი მოწამვლისა და მკურნალობის შემდეგ რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა.

რა ნომერი ავტობუსები იმუშავებენ დღეს თბილისში გახანგრძლივებული დროით

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ცნობისთვის, საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების თამაშის ყურება მოქალაქეებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლებათ. „ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლ

რა მოხდება, თუ ჟურნალისტი პარლამენტში ქცევის წესს დაარღვევს | ახალი ბრძანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამ

რა კითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ შოვში მომხდარზე — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, კი „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“, ხოლო სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ადამიანის
×
×
  • შექმენი...