Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.060

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალი

რამდენიმე თურქული მედიასაშუალება სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერს

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს. „ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რ

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ შესწორებაში გამოთქმულია „სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის

რამდენი ვიდეოკამერაა საქართველოში და როგორ ნაწილდება რეგიონების მიხედვით

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი. შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო

რამდენ ხანს იმოქმედებს და რა იქნება ETIAS საფასური, რომლის გარეშეც მომავალი წლიდან ევროკავშირში ვერ იმოგზაურებთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება მომავალი წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზ

რაინიე ვან ლანშოტი - ევროკომისია, რას ელოდებით? - საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. „დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან

რაზმაძე შსს-ის დეპარტამენტში დარჩენილებს: ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე მიმართავს თავის ყოფილ კოლეგებს და მოუწოდებს, ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რუსულ კანონზე. 2023 წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, მოგვიანებით სამსახურიდან გ

რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება დასავლეთმა დაუწესოს “ქართული ოცნების” ლიდერებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელმძღვანელ პირე

რაზე ისაუბრა კელი დეგნანმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელსაც დიპლომატიური ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს დიპლომატს, თუ რა მემკვიდრეობას უტოვებს ახალ ელჩს, როგორ აფასებს საქართველოს შიდა და საგარეოპოლიტიკურ წარმატებებს და რას ნანობს თავისი ელჩობის პერიოდიდან. გამოსვლის დასაწყისში ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო და წასვლის შემდეგ თან წაიღებს მოგონებებს, რომლებიც ყოველთვის გააღიმებს. შეურაცხყოფები და პრო-რუსულ

რაზე ისაუბრა გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში მისი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა. შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახ

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს რუსეთში 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფოტო: AP „ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტოს ცნობით, სასამართლო სხდომა 19 ივლისს, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა. „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ, კურმაშევა, რომელსაც აქვს აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა პრაღაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს

რადიო თავისუფლება: აშშ-ის მთავარ პროკურორს ირაკლი რუხაძის შესახებ წერილი მისწერეს

„რადიო თავისუფლების“ წამყვანმა „ტვ იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს ინტერვიუს დროს ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორთან გაგზავნილი წერილის შესახებ, რომლითაც პამელა ბონდს სთხოვენ შეისწავლოს ირაკლი რუხაძის ბიზნესსაქმიანობა. წამყვანის, ნასტასია არაბულის თქმით, „რადიო თავიუსფლება“ წერილის შინაარსს ანონიმურობის პირობის დაცვით ავრცელებს. „მეორე წერილი ანონიმურობის პირობის დაცვით გვაქვს, 15 იანვრით არის დათარიღებული და გაგზავნილია აშშ-ის მომავალ გენერალურ პრ

რადას ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქ

რადამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად. პუბლიკა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი) იპნ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ზედიზედ მეორე მოგება - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.     ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო. აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს

რაგბი | ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში იაპონია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა. იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ. მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმ

რაგბი | გამოცემა Planetrugby - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა: „ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრები

რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

„ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდ

რა ხდება მეორე ტურის წინ თურქეთში

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევს თან. მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გადამწყვეტი კენჭისყრა 28 მაისს უნდა გაიმართოს. პირველი ტური და გამოწვევა ოპოზიციისთვის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში

რა ხდება ე.წ ქოლცენტრების საქმეზე? კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი "პოლიტ-ქალაქში" (ვიდეო)

რა ხდება ე.წ ქოლცენტრების საქმეზე? კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი "პოლიტ-ქალაქში"   344873154_938772633993710_327410600376635620_n.mp4

რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

ევროპის საბჭო აქვეყნებს ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული, საქართველოს შესახებაცაა საუბარი. დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. ამა

რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში" — დოკუმენტი სრულად

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას „ქართული ქარტია” წარუდგინა, ოპოზიციურ პარტიებს კი მისი ხელმოწერა და მის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევრო

რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელსაც „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა. დეკლარაციაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის, მათ შორის რუსული კანონის მიღების გამო კრიტიკასაც მოიცავს, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე „ჩანაწერი“ მიუღებელი აღმოჩნდა. რა წერია დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრ

რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში საქართველოს შესახებ

ევროპულმა საბჭომ 19 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია: „ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მ
×
×
  • შექმენი...