Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.027

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსებმა ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. იპნ

შოვში, სტიქიის ზონის პერიმეტრი სრულად დამუშავებულია - ამ დრომდე დაკარგულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. „გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავ

CNN: უკრაინამ, როგორც ჩანს, სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც. ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასა

კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ. როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა. „შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი და

ვვარაუდობ, რომ არ მოხდებოდა – თურნავა ფარცხალაძის მიერ ბანკებიდან თანხის გატანაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს. „რაც შეეხება ეჭვებს, რა

იმამთა გლობალური საბჭო: ვგმობთ „ჰამასის“ ბარბაროსობას, მხარი დაუჭირეთ ებრაელ ერს

იმამთა გლობალური საბჭო [GIC] გმობს „ჰამასის“ მიერ „ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ და ტერორისტულ აქტებს“ და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ერს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია, რომელშიც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი 1470-ზე მეტი იმამია გაერთიანებული, აღნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა „ჰამასსა“ და მის „გენოციდურ, ანტისემიტისტურ და გ

სროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტთან — დაწყებულია გამოძიება

თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ნეტგაზეთი

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომ

რაჭის პროტესტის მონაწილეებს მხარდასაჭერად თბილისში ჭიათურელი მაღაროელები ჩამოვიდნენ

რაჭის პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გაცემის მოწინააღმდეგეების პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეუერთდნენ. ტარიელ მიქაცაძის თქმით, თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, თუ როგორ დააკავეს რაჭის პროტესტის მონაწილეები. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა მადლობა გადაუხადა მაღაროელებს და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს. აქციას შეუერთდა მეტროს მუშ

გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს მართავს

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები  სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. გუშინ, 1 დეკემბერს სამეგრელოში, მარტვილში პარტიის ახალი ოფისი გაიხსნა. შეხვედრები გაიმართა  წალენჯიხასა და ზუგდიდში.  2 დეკემბერს პარტიის ლიდერები აჭარისა და გურიის რეგიონის გაერთიანებულ გუნდს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პარტია „საქართველოსთვის“რეგიონულ წარმომადგენლობათააქტივსპარტიისთავმჯდომარე გიორგი გ

რა ვიცით „ოცნებისა“ და ენმ-ის ძველ და ახალ პოლიტტექნოლოგებზე

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს ორი უმსხვილესი პარტია – მმართველი „ქართული ოცნება“ და მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ მიმართავენ უცხოელი პოლიტტექნოლოგებისა და კონსულტანტების მომსახურებას. პირველად „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ საჯაროდ დაქირავებული უცხოელი პოლიტტექნოლოგები 2018-ში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰყავდათ – მოშე კლუგჰაფტი „ოცნებას“ და ვიტალი შკლიაროვი „ნაციონალურ მოძრაობას“. მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვ

ესტონეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში პოლიციამ დააკავა ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი და რუსეთის მოქალაქე ვიაჩისლავ მოროზოვი. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობა ედება. პოლიციამ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გაავრცელა. თუმცა, მოროზოვი 3 იანვარს არის დაკავებული. ესტონეთის თავდაცვის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო ჰალოსონმა თქვა, რომ „აგრესორი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალია”. ესტონეთის პროკურატურამ სასამართლოს ვიაჩისლავ მოროზოვისთვის პატიმრობი

გიორგი გახარია - ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ (ვიდეო)

"ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.    GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიურ კორპუსს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა. რეფორმები მოიცავს ფუნდამენტურ სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.  რეფორმების მიზანია კონსტიტუციური მმართველობის სისტემის აღდგენის, ძალაუფლების ქმედითი დანაწილების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლო

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, - წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა - „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. “გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით

უკრაინული დაზვერვა: განადგურებულია რუსეთის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თავდასხმის შედეგად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.  მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსული ხომალდი ყირიმში, ქერჩის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა.  რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ქერჩის ხიდი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმთან 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდე

მიხაილო პოდოლიაკი - მოსკოვში, "კროკუს სითიში” ტერაქტებთან, სროლასთან, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს

უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. “რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტერორისტული ქმედებები მოხდა - მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინას არას

"როიტერსი" - მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა. ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა. ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.     ფაქტები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა. 1960 წლიდან დღ

ახალი კანონპროექტი - ოფშორიდან გადმოტანილი აქტივები გადასახადებისგან გათავისუფლდება

„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისა

გიორგი გახარია - დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან

"დღეს ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ეს არის ოცნება, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს ეს გაუგებარი რუსული კანონი და მეორე მხარეს, რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული საპროტესტო ტალღა და მუხტი, გამოიყენოს პროცესების რადიკალიზაციისთვის. ევროპაში ვერავინ გაგვცემს პასუხს, რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს რუსული კანონი, თუ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ამიტომ უნდა გვესმოდეს,

ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპან

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება — ნახეთ განრიგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში  5 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს  ჩააბარებენ. გამოცდების დეტალური განრიგი: ერთიანი ეროვნული  გამოცდები

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს - სტანო

ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტან ოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა: „ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს X-ზე ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები

რაგბი | ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში იაპონია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა. იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ. მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმ
×
×
  • შექმენი...