პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბები
რატომ კლავს რუსეთი, რატომ დასცინის, აწამებს, ატერორებს? ის ცდილობს ხალხის ღირსების მოსპობას, იმისთვის, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მტვერი იყოს მათ ფეხქვეშ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა.
მისი თქმით, ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება ნიღბის გარეშე დაინახა.
„ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა
ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია ს
აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“.
მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები.
კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
„საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფარ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძლიერი, ემოციური გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზ
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.
"ამ წუთას გამოვედი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან, სადაც შეხვედრა მქონდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში.
ერთ-ერთი მთავარი, რაზეც პარტნიორებს ველაპარაკე ხელისუფლების მიერ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ უბინძურესი მეთოდებით ბრძოლაა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის თავისუფალ ევროპულ მომავალს იცავენ - მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდე ლაზარე გრიგორიადისის
პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს.
"იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქართული ოცნება ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ნიშნით თვეობით გაჭიანურებას.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეე
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს.
დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატე
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19
– წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”.
ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.
ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.
დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყე
მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობას უცხადებს.
„სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი.
ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი!
ლაზარე რ
ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბუჩას დეკლარაცია მიიღეს.
დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა.
სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა.
ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარდგა.
„პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა,
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენელმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღ
ისნის რაიონში, მეტრო სადგურ „ისანთან“ თბილისის მერიის მიერ გზის კეთილმოწყობის, უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო 2 აპრილის 10:00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 7 500-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება:
ქ. წამებულის გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-შიმდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გ
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი და გელა აბულაძის უფლებადამცველი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ.
,,ჩვენი გუნდის პოლიტპატიმრების: გელა აბულაძის, აკაკი ბართაიას და ნოდარ ა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.
რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სიგნალი, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე, მიუთითებს ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე. საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული გამოძიებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულებიი არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის, ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გ