Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.167

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხ

„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა. ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან. მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვ

საქართველოში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური,

გარდაიცვალა მსახიობი თენგიზ არჩვაძე

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვი

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ

TI: ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო

TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის”, - წერს დე კროო. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ოდესაში რუსების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

შაბათს ოდესაში ოკუპანტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია – ორი ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გუშინ ღამით იპოვეს. დაღუპულთა შორის არიან 8 და 10 წლის ბავშვები, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილი. რუსები ოდესას 2 მარტს დაესხნენ თავს – დრონების სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი. მომდევნო დღეს ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა. პუბლიკა

15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმარ

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი.    იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას.      ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

გიორგი გახარია: „რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით ნაკლებ ხმებს მოიპარავს „ოცნება“

პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია 6 ივნისს თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა მარტვილსა და ფოთში, სადაც შეხვდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე,  2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე - „რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს.”   გიო

TI: სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება. 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე) 4000 კვ.მ მიწის ნაკ

მხოლოდ კვარასთვის - Adidas-მა სპეციალურად ხვიჩასთვის ახალი ბუცები დაამზადა

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ადიდასის სახეა. სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უმზადებს კომპანია ფეხბურთელებს სპეციალურ ბუცებს - მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც. იხილეთ ვიდეო: https://sportline.ge/index.php/?newsid=15010&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0imGmQE-kGEuvr6M9-yjzl6EbryY1KY03arFIoXp8Wsm1-sJn7CiZSEBg_aem_dsxaMX-G1kyn1JquiZLv3A   / 

ევროსაბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. საბჭოს განცხადებით, სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ განიხილება.

ოლიმპიადა – ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსემენების ასპარეზობის განრიგს თბილისის დროით: ნეტგაზეთი           

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს ს

კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, - წერს გუბერნატორი. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის (ვიდეო)

“ოცნებამ” ისე დააზიანა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ მის გამოსწორებას ვეღარ შეძლებს. ”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/895176478670403/

ცესკოსთან ქალების აქცია იმართება - შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. ტიტუშკები ორ პირს თავს დაესხნენ, მათ შორის კობა ხაბაზს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი. მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ბესიკის ქუჩაზე, პარტია ახალის ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპე

რუსეთის სასამართლომ უარყო ნავალნის საკასაციო სარჩელი

რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს უარყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. ნავალნი და მისი დაცვა აცხადებდნენ, რომ განაჩენი უკანონოა. ისინი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვდნენ მის გაუქმებას და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ნავალნის განაჩენ

გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი 2 ნოემბერს დახურული იქნება

გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი ხვალ, 2 ნოემბერს დახურული იქნება. როგორც სტამბოლში მდებარე საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით 2 ნოემბერს ხომალდების გადაადგილება შეჩერდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემების გადაადგილდება და შემოწმება გაგრძელდება, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა.

2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.    

ანა ბუჩუკური - რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი, განაჩენი გამოტანილია!

რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ", განაჩენი გამოტანილია!, - წერს სოციალურ ქსელში "პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური. 

როგორ დაიდეს ბინა ევროპელმა ძროხებმა კახეთში

ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა. ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა. ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ
×
×
  • შექმენი...