Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.031

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

წალკასთან 2 მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა. მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 133 190 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის ბოლო 24 საათში - 1 030

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპ

ანა მალიარი - რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ

რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება. „აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი

სოფო ხორგუანი - მთავარი მოკავშირე დღევანდელი ხელისუფლების არის ნიჰილიზმისა და დემორალიზების დათესვა (ვიდეო)

მთავარი მოკავშირე დღევანდელი ხელისუფლების არის ნიჰილიზმისა და დემორალიზების დათესვა...  სოფო ხორგუანი სტუმრად ვიკა ბუკიას გადაცემაში ''პირველი ხაზი'' ვიდეო: https://www.facebook.com/watch?v=1260171592037604

ავსტრია ქვეყნიდან აძევებს რუსეთის ოთხ დიპლომატს

ავსტრიამ რუსეთის ოთხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.   ორი მათგანი ვენაში გაეროს მუდმივმოქმედი მისიის წევრია, ორი კი - რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ. გაზეთ Kurier-ის ინფორმ

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები 73:12 დაამარცხეს

რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა. წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა. ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის წლევნადელი კონკურსის ფავორიტები დაასახელეს

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის 2023 წლის ფავორიტის ვინაობა უკვე დაასახელეს. მათი პროგნოზით, კონკურსში შესაძლოა ისევ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომელსაც ამჯერად ჯგუფი TVORCHI წარადგენს, სიმღერით Heart of Steel. ბუკმეკერების შეფასებით ფავორიტთა ხუთეული, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება: მეორე ადგილი - შვედეთი; მესამე - ფინეთი; მეოთხე - ნორვეგია და მეხუთე - ჩეხეთი. ცნობილია, რომ ყველაზე მასშტაბული მუსიკალური კონკურსი, 2023 წლის მაისში, ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართება. შოუს წინა წლის

გიგა ბოკერია: ამ ხელისუფლების ხელში ვერც ერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება

,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე. ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის

აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილე

რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე (ვიდეო)

პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:    

ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.

რა ბედი ეწევათ თბილისის 192-ე სკოლის მოსწავლეებს

მოგეხსენებათ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბავშვების დარეგისტრირება ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული სასწავლო დაწესებულებები, მოსწავლეთა სიმრავლეს ვეღარ აუდის, ამიტომ დედაქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიან სწავლებაზე, ზოგი კი -სამცვლიანზეც არის გადასული. მიუხედავად ამისა, კლასებში მოსწავლეთა მიღების  პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. ამას ემატება ავარიული სკოლების რემონტისა და მათი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ხშირად, სხავადსხვა მ

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში. თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და

„თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ როგორ‭ ‬‬უნდა ვითანამშრომლო?“ — რაზმაძე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, ‬როგორ‭ ‬უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა. რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ  განმეორებ

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლი კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მარ

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“. 7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.   ipn

ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი - ჩაჩიბაია

ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს. მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად. ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის სამი წევრი, რომლებმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა. „ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის. ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რო

გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე - ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც (ვიდეო)

ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც...  "მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს". გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე 384550531_1017295836124925_4618197894283074768_n.mp4

ბერდია სიჭინავა - მთავარი არ არის 29 ში ეს ადამიანები სად იდგებიან, მთავარია 26 ოქტომბერს რა არჩევანს გააკეთებენ

მთავარი არ არის 29 ში ეს ადამიანები სად იდგებიან, მთავარია 26 ოქტომბერს რა არჩევანს გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანები გაისტუმრებენ “ოცნებას” ოპოზიციაში, ეს იქნება მოცემულობა, რომელიც დადგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე მორალურად იძალადო. არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეები, ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ დააყენო.    ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.  

ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი თბილისში გადაჰყავთ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან. „19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში. იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია - „ბორჯღალოსნების“ მე-100 მოგება და მე-15 ტიტული [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.     ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თ

ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება. ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს. ნაციონალური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, ვერ წარმოუდგე

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუ

მესტიაში ბურღვა-აფეთქებებით გამოწვეული ხმაური ჰესის მშენებლობას უკავშირდება - მერია

მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება. მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში. დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...