Jump to content
Planeta.Ge

გიგა ბოკერია: ამ ხელისუფლების ხელში ვერც ერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება


,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე.

ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პირებს ემსახურება, კანონებისა და წესების მიღმა.

,,ეს არა ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ პერსონალური კომფორტისთვის ხდება. ამას კი წარსულის არასწორი ნაბიჯებით ამართლებენ. აქედან დასკვნა ერთადერთია, რომ ამ ხელისუფლების ხელში ვერცერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება და მხოლოდ უფრო ღრმა ჩიხში შევალთ.“- აღნიშნავს გიგა ბოკერია.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...