Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.753

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სოფიო სომხიშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ. ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს. შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟი

მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ

სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. „გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი

გრიგორი კარასინი: „დააშოშმინეთ ბორელი!"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ. კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. „დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრ

სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 13 საბრძოო თვითმფრინავი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული MiG-29 ტიპის 13 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციისთვის, მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა და პირველი ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას მარტშივე გადასცა. IPN

გიორგი ვაშაძე - 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი

ხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას. მისივე თქმით, 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი. „რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? - სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულე

კარვის გაშლის მცდელობისას პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა. ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა. განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბექა გრიგორი

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამ

ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა - კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ?

კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე LIVE 10000000_817683632872253_1319175661755318188_n.mp4

სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება - პოდოლიაკი ეხმაურება ФСБ-ს განცხადებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას. ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა: „ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“. 15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ი

რუსმა მწერალმა შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა

პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე.  ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ვიქტორ შენდეროვიჩის უფლებადამცველიც მარია არხიპოვაც. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს შეიტანეს. publika

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება. „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ნათია მეზვრიშვილი - ბიძინას უნდა, მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს

"დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე წამომოკოტრიალებული უფლებააყრილი მონისთვის ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ღირსების და სუვერენიტეტის დაცვა რომ ქაჯობაა ეს კი არ არის შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ბიძინას უნდა მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს და ყველაფერი, რაც წმინდაა - სამშობლო, თავისუფლება, გმირების დაღვრილი სისხლი - გაგვიუფასუროს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია შიშებით უღირსი მონები მართო (ზუსტად ისე, როგორც ირაკლებს მარ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. „ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავა

1-ელი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია, მაშველებმა 67 ადამიანი გადაარჩინეს

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია, ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თ

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ ეხმაურება ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს კასპსა და მარნეულში:   "მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის არაეფექტიან აღსრულებაში. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული ქმედებები. ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. მოკლულია 14 წლის გოგონა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა. როგორც ირკვევა, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ემუქრება ხუთ წლამდე პატიმრობა“ — რუსეთში „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი დააკეს

18 ოქტომბერს რუსეთში  დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“. კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს. მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ

სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ: „სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შე

საგამოძიებო: პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოვიღეთ, 14 პირი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 – დააკავეს. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ,  ქალის რეპუტაციის შელახვი

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ipn

სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. “ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სტალინის აგარაკი, რომელიც რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული, საყოველთაო კუთვნილებაა და ვერ იქნება გადაცემული კერძო პირის ხელში. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და არ აყვნენ იმ ადამიანების პროვოკაციას, ვისაც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს”, – ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო აგარაკების მ

ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. “რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ

გაუუქმდა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა. „პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც. წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენ
×
×
  • შექმენი...