Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.999

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

როგორ შევავსოთ ახალი ბიულეტენი ისე, რომ არ გაბათილდეს

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნ

როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა უცხო პირი თქვენს მისამართზე ჩაწერილი

„აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარ

როგორ შეაშინა ,,კაპუჩინოს სანაპირომ" ოჩამჩირელი აფხაზები

შემოდგომის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრნი სანაპიროზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მოწმენი გახდნენ. ოჩამჩირის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების პლიაჟები საპნის ქაფის მსგავსი სქელი ფენით დაიფარა. ამ მათთვის უცხო და გაურკვეველმა სანახაობამ აფხაზების უმეტესობას გაკვირვებასთან ერთად შიშიც მოჰგვარა, ზოგიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ისინი ამბობდნენ, რომ ზღვამ საპნის ქაფის უზარმაზარი აბაზანა გაიკეთა, რომელშიც ზღვის ღმერთი ბანაობდა.    მსგავსი მოვლენა, მართალია ი

როგორ ყიდულობენ რუსები სოფლებში მიწებს – რეესტრი „ბათუმელებს“ 12 000 ლარს სთხოვს ინფორმაციაში

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აჭარის სოფლებში, კონკრეტულად კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიწას ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მხოლოდ აჭარის რამდენიმე სოფელს ეხება. სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ რუსეთის

როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ. ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს? უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გააკრეს | რჩევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს. „ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს

როგორ მუშაობს სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში და რატომ რჩება უამრავი ადამიანი ყურადღების მიღმა

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი მესამე კი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და რეალობა, რაც 30-წლიანი დამოუკიდებლობისა და 3 მთავრობის ცვლილების პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა. სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოსახლე

როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?

"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი

როგორ მოსჩანს თბილისის პროტესტი ლონდონიდან (ვიდეო)

იაკობ ჯანგავაძე და ზაზა დობორჯგინიძე საუბრობენ თბილისის გამოსვლებზე, რუსულ კანონზე და გამოსავალზე ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისიდან... "გახარია საქართველოსთვის"    

როგორ მოვიქცეთ, როცა სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ ვიღებთ

ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა. გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მ

როგორ მიდის უკრაინის კონტრიერიში

უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება. „უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები: ბლაჰოდატნე; მაკარივკა; ნესკუჩნოე; ველიკა ნოვოსილკა; სტოროჟევოე; ნოვოდარივკა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ. ანალიტიკოსი

როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს. სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ

როგორ ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ რუსულ კანონს საერთაშორისო საზოგადოება - "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს პარტია კვლავ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს"

„ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან. პირველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპას ზურგს აქცევს და სახით ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. https://twitter.com/petras_petras/status/1775431017978798106 საკუთარი აზრი გამოთქვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა

როგორ დანერგეს ჩხოროწყუს სკოლაში ექსპერიმენტული სასკოლო კვება

1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება. ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული. ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.

როგორ დაიდეს ბინა ევროპელმა ძროხებმა კახეთში

ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა. ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა. ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ

როგორ განაწილდა პარტიების მხარდაჭერა Edison Research-ის გამოკითხვაში

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – 37% ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21% საქართველოსთვის – 9% ლელო – 5% გირჩი/დროა – 4% ლეიბორისტული პარტია – 4% ხალხისთვის – 4% გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%

როგორ არეგულირებენ ევროპული ქვეყნები აგრესიული ძაღლების პრობლემას

ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს. მსოფლიოში ცხოველე

როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები

გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროშ

როგორ აირჩევა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიკოსი - კანონი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობას არეგულირებს შესაბამისი კანონი. კანონი ასევე განსაზღვრავს საპატიო აკადემიკოსის, უცხოელი წევრის, სტიპენდიატის და წევრ-კორესპონდენტის არჩევის წესსაც. შეგახსნებთ, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი. იგი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, ტელეფონით დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის მრჩეველი. მან როინ მეტრეველს პრემიერის აკადემიკოსად არჩევა ს

როგორ (არ) გააშუქა საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობა რუსულმა მედიამ

გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს შესრულდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქცია გაიმართა თბილისის აეროპორტთან, იმავე საღამოს კი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა. 19 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლავროვის სიძის ძმა საქართველოში დაქორწინდა და ქორწილს ყვარელში, ერთ-ერთ სასტუმროში იხდიდა. მედიაში გავრცელებული ინფო

როგორ „შემოენგრა“ კლდეზე ნაგები ისტორიული შენობა დეპუტატის ვაჟს

რევაზ ლაღიძის #12 ახლა მაღალი, დახურული, ხის ფაქტურის ღობითა და რკინის ჭიშკრითაა დაგმანული. ჭიშკარი შიგნიდანაა ჩარაზული, მის თავზე კი სარეკლამო ბანერია გამოკრული - "იყიდება ბინები 45 კვ მეტრიდან".   სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში ჭიშკრის ქვეშიდან ან ჭიშკარსა და ღობეს შორის დარჩენილი ღრიჭოდან თუ შეიხედავ, ახლად მოსუფთავებულ ტერიტორიას, ე.წ. სამშენებლო ობიექტს დაინახავ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქ ჯერ არ დაწყე

რობინ დანიგანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე - გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. რობინ

რობინ დანიგანი - ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს

ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, - აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა. ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა. “აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა 6 მი

რობინ დანიგანი - საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებ
×
×
  • შექმენი...