ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზ
ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.
ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.
როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვ
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან.
ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე.
„უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინ
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული.
,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში.
,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თ
ინვესტორებმა დაინახეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია, ამიტომ, ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. ეს ინვესტიციები შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებითი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთის.
დაყოვნებული და გაუქმებული ინვესტიციები კი სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.f
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს.
მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო.
„სამწუხაროდ დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არა
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა.
ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმც
„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.
დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, რომ დღეს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, რომ ეს მთავრობა ევროკავშირს საქართველოს მტრად მიიჩნევს და ევროკავშირი საქართველოს მტერი არ არის - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული განცხადებების თაობაზე განაცხადა.
იხილეთ სრულად: https://palitranews.ge/video/248236-giorgi-gaxaria-evropeli-partniorebi
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება.
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ.
კანონმდებლობის თანახმად, თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა, იახტები [კატარღები], შვეულმფრენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში.
ipn
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს.
ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი.
“თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტ
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა.
გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი იბრძვის ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან.
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს.
"მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა.
"შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევანის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. სამუშაოების ჩაბარებაში ჩართული გიგა გიგაშვილის მოადგილე გუშინ პოლიციამ დააკავა.
"დატრიალ
ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის.
ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს.
აფეთქება სტამბოლში 13 ნო
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.
ავტორი - თეა აბსარიძე
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა.
„მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.
როგორც უწყება წერს, აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები.
შსს-ის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით,
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.
350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4