Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.859

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიამ აჭარაში ტენდერებით 5 მილიონამდე ლარი მიიღო - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო. „სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები „კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბ

რუმინელი ევროპარლამენტარი - ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა მოლდოვაშიც, საქართველოშიც - რუსეთი საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს

რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. „ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს,

რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.   ავტორი - თამთა რუხაძე

რუმინეთის საგარეო უწყება - იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით - ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე

შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები

შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავემ. „შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოს და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვ

რუმინეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა - ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი სავარაუდოდ, მარკ რუტე გახდება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა. სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახე

რუმინეთის პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ

მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. „შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩ

რუმინეთის მთავრობამ ფერმერებთან, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს. რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება. კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამ

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ნატ

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთ

როცა NGO-ში ვმუშაობდი, ვნახე, როგორ მოხმარდა დაფინანსება რევოლუციას - სოზარ სუბარი

„მე მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი სამშობლოს და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იყო დაკავშირებული გრანტებთან. და მაშინაც ძალიან კარგ საქმეებს ვემსახურებოდი. ვიყავი მედავითნე, და დავიწყე დავით გარეჯიდან, სკოლის დირექტორი, სახალხო დამცველი და ა.შ.” ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შემდგარი პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის” ლიდერი სოზარ სუბარი ტელეკომპანია იმედზე საუბრობს. „იყო პერიოდი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, და სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ტოვებენ

დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ. როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი. „დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო

როსტოვში „ეფესბეს“ შენობა იწვის

რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის. BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები. უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.

როსტოვის ოლქში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს და როსტოვის აფხაზური დიას

როსავიაცია ადასტურებს, რომ პრიგოჟინი და უტკინი ბორტზე იმყოფებოდნენ

რუსეთის სახელმწიფო უწყებამ, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნამდვილად იმყოფებოდა. თვითმფრინავი Embraer – 135 მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ასრულებდა ფრენას. როსავიაციამ გამოაქვეყნა ავიაკომპანიის მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ნამდვილად იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი. როგორც ირკვევა, ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა: 7 მგზავრი და 3 პილოტი. დაიღუპა ათივე მ

რომც გჯეროდეს, რომ შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას იწვევს, უკან უნდა დაიხიო – რისმაგ გორდეზიანი

„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს. „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში. „ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ად

რომში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იტალიის საავადმყოფოებში სიცხესთან დაკავშირებული მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ

იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრა

რომში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა. ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა. პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები. netgazeti

რომის პაპმა საშობაო მიმართვისას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში „უაზრო ომი“

რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა. ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო. „მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას. „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, - დასძინა რომის პაპმა. ipn

რომის პაპმა კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა

რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, – შესაბამის ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს. როდის გაემგზავრება კარდინალი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს. რომის პაპი იმედოვნებს, რომ აღნიშნული

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებ

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა

ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა. როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება. მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში. პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებ
×
×
  • შექმენი...