Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.320
  • comments
    0
  • views
    704.658

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და

შარლ მიშელი - მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება - არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. „მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ipn

„შაშვი შაშვი მაყვალს” ნიუ-იორკში აჩვენებენ

13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”: ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია: ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“. სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი,

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავ

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“. როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. „ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად

ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა - 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია. სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებას - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე

ბექა ლილუაშვილი - "ნაც.მოძრაობა" ვეტინგის საკითხს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს,  "ოცნება" ვეტინგის გამოყენებას უყურებს, როგორც შეუძლებელს, რადგან სჭირდება ჩინჩალაძე-მურუსიძეები სასამართლოში

"ერთის მხრივ "ნაც.მოძრაობა" ვეტინგის საკითხს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, მეორეს მხრივ, კი "ოცნება" ვეტინგის გამოყენებას უყურებს, როგორც შეუძლებელს, რადგან სჭირდება ჩინჩალაძე-მურუსიძეები სასამართლოში."    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/977075394086858/

მიშა დაუშვილი - როგორც სააკაშვილის დროინდელი, ისე დღევანდელი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის წყარო არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა

"როგორც სააკაშვილის დროინდელი, ისე დღევანდელი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის წყარო არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1449441716008781/

ლევან გოგიჩაიშვილი -  "ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ

"ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ. ლგბტ პროპაგანდა პირდაპირ ასოცირდება მამუკა მდინარაძესთან. სწორედ ასეთი ადამიანებისგან არის დასაცავი საზოგადოება."      ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3788116238078795/

ცვლილება პენსიონერებისთვის - როდიდან და ვის შეუმცირდება საპენსიო სესხებზე ყოველთვიური შენატანი

ლიბერთი აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს. ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პი

ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას უნდა ველოდოთ - „სენტა ოილი“

ბენზინის თვითღირებულება 20 თეთრით უკვე გაიზარდა - ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, საწვავის თვითღირებულების ზრდა, შემდეგ უკვე საცალო ქსელზე ისახება, შესაბამისად, თუ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელი დარჩა, ბენზინი 20 თეთრით გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა.  

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ. მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენ

იენს სტოლტენბერგი - ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან - უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ

ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ალიანსის მიმართ წე

სტოლტენბერგი: საქართველოს ახლო მომავალში ვეწვევი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. სტოლტენბერგმა „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, მომავალი წევრობის კონტექსტში რას უნდა ელოდეს საქართველო ივლისში NATO-ს სამიტისგან. „საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ძლიერად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოს რამდენჯერმე ვეწვიე, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყ

უნგრეთისთვის 10-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიას უჩივლებს

უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. როგორც გამოცემა Euronews წერს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 25 მარტია და საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც კომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროზე წვდომა დაუშვა. უნგრეთისთვის გაყინული დახმარების განბლოკვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ლაეინმა „ორბანის მოსყიდვა” სცადა.

15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმარ

უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა. ბაქაქურის თქმით, გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მოსამართლემ გვითხრა, რომ უზენაესი

ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, გან

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამო

ლეო ვარდიაშვილი – ლონდონში ბესტსელერის ავტორი ინგლისურენოვანი ქართველი მწერალი

2024 წლის 30 იანვარს გამომცემლობამ “bloomsbury Books” გამოსცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი „დიდი ტყის მახლობლად (Hard By a Great Forest )”. წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2 თებერვალს „გარდიანმა” ის დღის წიგნად დაასახელა და ვრცელი მიმოხილვაც მიუძღვნა. ავტორის შესახებ ლეო ვარდიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1995 წელს 12 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ლონდონში გადასახლდა. იგი ინგლისურად წერს და ისწავლა ინგლისური ფილოლოგია ლონდონში, დედოფალი მერის უნივერსიტეტში (Queen

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალი წევრების მიღებას აცხადებს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალი წევრების მიღებას აცხადებს  გაწევრიანების მსურველები გადადით და შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/GJNz9nmbVvrbPfz16
×
×
  • შექმენი...