Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.393

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა.  თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიო თავისუფლება

ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, მიმდინარეობს ევაკუაცია

ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, მიმდინარეობს ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციაც გამოცემა AFP საფრანგეთის პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარომ აღნიშნა, რომ გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, როგორც მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული. ცნობისთვის, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუქარების ფონზე ლუვრის მუზეუმი დაიხურა. იპნ

„ემუქრება ხუთ წლამდე პატიმრობა“ — რუსეთში „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი დააკეს

18 ოქტომბერს რუსეთში  დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“. კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს. მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ

სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ: „სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შე

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო მიმართვა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება: ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარე

10 ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი 45 ლარიანი დახმარების გაზრდას ითხოვს

დღეს, 16 ნოემბერს 10250 აფხაზეთიდან დევნილის ხელმოწერით პარლამენტში პეტიცია შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციამ “ დევნილები დევნილებისთვის”. დევნილები ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის გაზრდას ითხოვენ. “გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ, მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფას

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იპნ

„EU-ის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია" - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის ხარისხი დაბალია. ის აღნიშნავს, რომ ეს ღრმავდება, თუმცა საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ამ მხრივ იდენტური პოზიცია ჰქონდეს. ელჩმა ისაუბრა უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციებთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციებს. მისი თქმით, ახლა, როცა არჩევნებია, როგორც EU-ში, ისე ს

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს. პუბლიკა

მიშა დაუშვილი - ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება

"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება."  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/788546436470376/

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი პოლიტკური პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც იზრდება, მეორეს მხრივ კი "ოცნების" ინდიკატორი არის ფსკერზე, ისტორიულ მინიმუმზე

"ოცნებას" ძალიან დაბალი ეთიკური სტანდარტები აქვს, მათი შეფასებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ თავიდან შეფასებას არ საჭიროებს. მათი სიტყვა სრულიად სხვაა, ხოლო საქმე კიდევ უფრო სხვა.ისინი ამბობენ, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, იქვემდებარებენ ცესკოს და 40%-იანი ბარიერს აუქმებენ. ერთადერთი პოლიტკური პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც იზრდება, მეორეს მხრივ კი "ოცნების" ინდიკატორი არის ფსკერზე, ისტორიულ მინიმუმზე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯ

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დღესაც გაიმართება. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზეა დაანონსებული. როგორც ახალგაზრდებმა გუშინ განაცხადეს, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემა

ბორელი და ვარჰეი: კანონის მიღება უარყოფითად აისახება EU-ის გზაზე, გაიწვიეთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე. დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესო

რა გზავნილები აქვს უზრა ზეიას – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმარ

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 20

„გახარია საქართველოსთვის“ - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩ

ცესკო 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. როგორც ცესკოში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პუბლიკა

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი ქმედებები

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს. განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას. „ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლები

“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – სოფიო ხორგუანი, სავარაუდო ზეწოლის შესახებ საუბრობს

“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – გახარია საქართველოსთვის რეგიონული წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი, საჯარო მოხელეების, ა(ა)იპებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების მხრიდან, მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს.  კერძოდ, ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემებით, პირადობის მოწმობის ასლებს და მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. 

რუსული მედია - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზ

ცესკომ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიები გაუუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნ

ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათ

გიორგი გახარია - დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. „ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შო

პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება. სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა

კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს

კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს პოლიტიკა პუბლიკა17:00, 06 მარტი, 2023 ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები უმრავლესობის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად ესახება ორგანიზაციებს ნინო წილოსანთან კონსტრუქციული
×
×
  • შექმენი...