Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.927

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება. "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პო

მოლდოვაში 2023 წელს ელექტროენერგია უკვე მეოთხედ გაიაფდა

მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.     ამრიგად, კომპანია Premier Energy-ს აბონენტებისთვის (მოლდოვის ცენტრსა და სამხრეთში) ტარიფი 7%-ით შემცირდა - 1 კვტ/სთ-ზე 2,57 ლეიდან ($0.95) 2,39 ლეი-მდე ($0.88), ხოლო FEE Nord კლიენტებისთვის (მოლდოვის ჩრდილოეთში) - 10%-ით, 3,2 ლეიდან ($1.18) 1 კვტ/სთ-ზე 2,88 ლეი-მდე ($1.06) გაიაფდა. ANRE-

ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი 1930-იანი წლების უცნობი კადრები — “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”

ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა. გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს,

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლ

ცერცვაძე: იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან. ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის

ინსპექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებ

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi, ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მეორედ მოიპოვა. World Travel Awards-ის 31-ე ცერემონიას ბერლინმა უმასპინძლა. ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და მიმართულებები.

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთ

სელინ დიონი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს

ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფ

ნათია მეზვრიშვილი - “ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა (ვიდეო)

“ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1274189883562892/

შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა - ვიდეო

"შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა."  სოფია ქაცივაძე , პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოზურგეთის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/OzurgetiForGeo/videos/1051224856533985/

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები 41%-ზე არ რეაგირებენ - კვლევა

„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. ამასთან, ამ პერიოდში მოხდა მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი. ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლ

გაპანღურებაზე კომენტარის შემდეგ EU-ის ელჩი მიანიშნებს, რომ მისი გაძევება დღესვე შეუძლიათ

საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს. კერძოდ: 8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ; საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა (ვიდეო)

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   AQMmMX6VW5mLdk9fdxIdEz7qvGoycYOGhYd0r1iJ5tojv-uGrM1gndJa_Dxwqec_Cge_A5KB9B8zkiiG7uZNCA5c.mp4

გერმანიის საელჩო - მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია - ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგ

უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს 600-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მათგან 497 პირს მატერიალური, ხოლო 124 პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა. შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, თავის დროზე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ. ,,ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვ

ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა 9 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნ

ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია. "ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმ

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

გიორგი ჩუბინიშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ცენტრი სამინისტროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევასა და თამარ ბელიაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თამარ ბელაშვილისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. საიას განცხადებით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორი

ლოიდ ოსტინი - რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა

რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში მე-13 შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რამდენიმე ქვეყანამ დღეს უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. კანადამ უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტისთვის კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო, რაც საჰაერო თავდაცვის 200-ზე მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტას მოიცავს, რომლებიც უკრაინის ცის დაცვაში შეიტა

დმიტრო კულება - ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება. „შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის

16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს. დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. „დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.   ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებე
×
×
  • შექმენი...