Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.959

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია გაიმართება

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,-­ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“

ხერსონის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იპნ

1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს მართლა აღარ მივიღებთ? – იურისტის განმარტება

1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება. რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ. „ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან შეკრი

რუსული მედია - მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. „ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.   იპნ

16 აპრილიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ

ნატალია ყიფშიძე: სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს პროცესია დანიშნული

მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარე

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია - იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი (ვიდეო)

ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი. იმისთვის, რომ ჩვენ ეს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ, ქვეყანა დასაბრუნებელია, როგორც ევროპული განვითარების გზაზე, ისე დემოკრატიული განვითარების გზაზე. დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება". ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება" ნიშნავს ევროპული მომავლის გადარჩენას.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა. სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.   ipn

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების” განცხადება გაიმეორა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”. 7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავ

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. „იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტ

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას

უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით,  დღევანდელ „ოცნებას“ აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას. „ოც

თავისუფლების მოედანი: რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ბრალდებები ყალბი და მავნეა

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის

„ამერიკის ხმა": შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით,  შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ  აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმა

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტები Ту-95 და Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ისროლეს

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს. „Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა. მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბ

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4,3 ათას ადამიანს გადააჭარბა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიამ ამ დროისთვის 2921 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 15,834 - მა ადამიანმა მიიღო. სირიაში კი, მიწისძვრის შედეგად, 1,4 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაშავდა.

ნათია მეზვრიშვილი - როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია

როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეხვედრაზე კი პარტიის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. "შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი,

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა" და ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა" უწოდა. გენერალურ ასამბლეაზე მისი ამ სიტყვებით დაიწყო დებატები, რომელიც ,,სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის“ შესახებ რეზოლუციისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად გუტიერეშმა შეკრებილებს ხაზგასმით შეახსენა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუ

კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას საქმეზე მცირეწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკ

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი. "დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა,

დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს “ატყუებდა, რომ აშშ-ში არალეგალურად გადაიყვანდა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მოტყუებით ჰპირდებოდა მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას. როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადითი ითვალისწინებს. ნ

ევროკავშირის პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.
×
×
  • შექმენი...