Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.565

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთის დუმის დეპუტატი - რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწ

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება დაუშვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს. ახალმიღებული კანონით, კვლ

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც წვევამდელებს საზღვარგარეთის პასპორტების გადაცემას ავალდებულებს

რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ. ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ. კანონი გავრცელდება

რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩ

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა

შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა. მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ipn

რუსეთის დარტყმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის – საბერძნეთის საკონსულო. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი. მედიის ცნობით, რუსეთი მუდმივ თავდასხმე

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხა

რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარკოვის სამხედრო ადმინი

რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან

აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება.  რუსული კანონს  ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ  ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით,  გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.   ტვ პირველი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ

რუსეთის „ეფესბემ“ ხევსურეთისა და თუშეთის მოსაზღვრე ადგილები სასაზღვრო ზონიდან ამოიღო

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სასაზღვრო ზონიდან ამოიღო რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ითუმ-კალის და შაროის მაღალმთიანი რაიონების რამდენიმე სოფელი და ნასოფლარი, მათ შორის, ცოი-პედე, რომელიც „მკვდართა ქალაქის“ სახელით არის ცნობილი. ამ ტერიტორიაზე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებით შესვლა კონტროლის გავლისა და „ეფესბეს“ ნებართვის გარეშე გახდა შესაძლებელი. „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის საზღვრების შესახებ“ FSB-ს განკარგულების მიხედვით, რომელიც ძა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 8-ჯერ გაიზარდა

2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. 40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში. სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდა

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს 257,7%-ით გაიზარდა

2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ

რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელთა ჯგუფი თვეზე მეტია საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი — მედია

17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მ

რუსეთიდან 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ

რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბ

რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია.

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი

რუსეთი ტყვედ ჩავარდნილი ქართველების კადრებს ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველის ვიდეოს ავრცელებს. ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი დაწერილ ტექსტს კითხულობს და იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილებს დასავლეთის მიერ დაქირავებულ მებრძოლებზე. „ნეტგაზეთი“ ტყვეების სახელებსა და მათი ვიდეოების შინაარსს არ ასაჯაროებს. „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ამბობენ, რომ საკითხს არკვევენ და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. ნეტგა

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მათივე ცნობით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუს

რუსეთი მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა. ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვ

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან. 20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა. რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს და გაეროსთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკ
×
×
  • შექმენი...