რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Telegram-ზე წერს.
„სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე“, - აცხადებს მერი.
მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.
„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.
მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი
რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც.
იპნ
რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს.
“ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები
რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური კრუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიუკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.
საბრძოლო დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ საჰაერო ძალებშიც ადასტურებენ.
„საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გ
რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლა
უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.
რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით.
საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს.
„ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამიე
ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ევროპა ნოსტრ
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების სერია გაისმა დნიპროსა და ზაპოროჟიეში.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირანული დრონების მოძრაობა დაფიქსირდა პოლტავას, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქების ცაზე.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:05 საათზე, დნიპროში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლქის თავზე უკრაინელებმა 5 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს.
პალიტრანიუსი
რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.
რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივ
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული.
PIA
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობები გააბათილა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
“ცუდი ამბებია რუსული პროპაგანდისტებისთვის! ვალერი ფედოროვიჩი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს უკრაინული მიწების გათავისუფლების დაგეგმვას რუსი ოკუპანტებისგან! მთავარსარდალთან ერთად და მხოლოდ წინ ჩვენი საერთო გამარჯვებისაკენ”, — ამბობს შ
უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა.
სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.
ipn
რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში Embraer თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„როსავიაციის" ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.
თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლ
ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება.
“ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს.
იპნ
რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული.
თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია.
„აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზ
2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.
ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პ
რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს.
რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნ
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო.
კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდე
მოსკოვის ცენტრში სამმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამმა შენიღბულმა პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა. ადგილზე არიან დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი ამ მომენტისთვის უცნობია.
“კროკუს სითი ჰოლის” პარტერში შენიღბული ადამიანები შევარდნენ, როგორც მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შე
მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
„ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო.
ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.
იპნ
მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრ