Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.318

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზარქუა: თუ დედას დედა ვერ დაუძახე და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა თავისივე გუნდის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარს უჭერს და ამბობს, რომ, თუ „სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი და დანარჩენი გაერთიანებები”. არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, „კონსტიტუციურმა

„ოცნება“ რუსულ კანონს აბრუნებს

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ გადათქვა და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მისი თქმით,

ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მოლაპარაკებებში — არა და არასოდეს!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”. მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნე

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთ

რუსმა სამხედროებმა ცხინვალთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. როგორც სუსი აცხადებს, გააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონო

ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, დღეიდან აითვლება EU-ში ჩვენი წევრობის დაწყება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო. ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მე მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გ

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან

გიორგი შარაშიძე - ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული (ვიდეო)

ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418774734555221/

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები რუსეთში მეორე მონაკვეთიდანაც ცდილობენ შეჭრას

რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რო

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” ხალხს წინსვლის ნაცვლად უკან დაბრუნებას ჰპირდება (ვიდეო)

“ოცნება” ხალხს წინსვლის ნაცვლად უკან დაბრუნებას ჰპირდება.… კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/540834525054753/

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ.

„არაფერს" — ზურაბიშვილი კითხვაზე, რას უპასუხებს „ოცნებას" იმპიჩმენტის მეორედ წამოწყებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას: დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა

უკრაინის ცნობით, რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული

რისთვის გამოიყენა ივანიშვილმა ღარიბაშვილი და როგორ მოატყუა ამით საკუთარი ამომრჩეველი - ლევან გოგიჩაიშვილი

რისთვის გამოიყენა ივანიშვილმა ღარიბაშვილი და როგორ მოატყუა ამით საკუთარი ამომრჩეველი?   ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/vFiVq0Js2w0

შსს: ამოვიღეთ 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", ასევე "კეტამინი", "სუბუტექსი", "ჰეროინი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", 490 აბი "სუბუტექსი", ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, "ჰეროინი" და "ალფა პვპ". "სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელ

რუსეთის ჯარები ხერსონს დატოვებენ

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შესთავაზა, ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და განკარგულება გასცა, ჯარები დნეპრის მეორე მხარეს გადაიყვანონ. შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს - რას შეეხება აკრძალვები ამჯერად

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი შესაძლოა, აპრილში მიიღოს. მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი ყურადღებას უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მექანიზმებზე გაამახვილებს, მათ შორის მესამე ქვეყნების ხარჯზე, შესაბამისად, მათ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თურქეთზე, ყაზახეთსა და არაბულ ქვეყნებზე. სანქციების ახალ პაკეტზე საუბარი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც 25 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ მე-10 პაკეტი დამტკიცდა. როგორც Politico წერდა, ევროკავშირის ქვეყნები შემდ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. ცვლილებების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ექნება ან

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია. ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. „პირველ

ზელენსკი უკმაყოფილოა თავშესაფრების შემოწმების შედეგებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა. საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე

„ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“ | რას ამბობენ კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები

დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“. რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებმა ჩაწერეს. კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა. რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია, ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თ

ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება - 31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ. „სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ

სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მლნ დოლარით დაეხმარება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong) სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვ
×
×
  • შექმენი...