Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.243
  • comments
    0
  • views
    699.217

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს - „ოცნების“ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს. „დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. იპნ

მიშა დაუშვილი "ოცნებას" - შეასრულეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ემიგრანტებს გაუზარდეთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე!

მინდა ჩვენს ემიგრანტებზე და მათ მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ვისაუბრო. მსურს რამდენიმე ციფრი მოგიყვანოთ: 2023 წელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2022 წელს 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, მეტს არ გავაგრძელებ. მეგობრებო თუ იცით ეს რა რიცხვებია? ეს ის თანხებია რასაც ბოლო წლებია ჩვენი ემიგრანტები ყოველწლიურად რიცხავენ საქართველოში. რომ იცოდეთ ამ ძალიან დიდ რიცხვებს ასევე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ემატება როგორც ფულადი გზავნილები, რომლებიც არ ირიცხ

აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა. ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ნეტგაზეთი

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხ

2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით 5604 მოსწავლემ სკოლა დატოვა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა. ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწა

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში ქალმა მეუღლე მოკლა

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.   იპნ

ბექა ლილუაშვილი - დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება

დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. „დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი

გიორგი გახარია - ჩვენ არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ეს ფული უკან უნდა დააბრუნოს

29-31 მარტს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა  გიორგი გახარიამ გუნდთან ერთად სამეგრელოში შეხვედრები გამართა.   პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგალში, კირცხში, ხაბუმეში, სენაკსა და ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, გაზიფიცირების, წყლით მომარაგების, დასაქმების პრობლემები, მოსახლეობა განსაკუთრებით წუხს, რომ ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს, ტოვებენ რეგიონს და მიდიან ევროპაში, ან აშშ-ში, რადგან საკუთარი უნარების და შესაძლებლობები

ანა ბუჩუკური - ჩვენთვის, გახარიას გუნდისთვის, პარტია “საქართველოსთვის” მოცემული ხმა არ დაიკარგება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ

ზუსტად ეს არის, რატომაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის, გახარიას გუნდისთვის, პარტია “საქართველოსთვის” მოცემული ხმა არ დაიკარგება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ.   ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1469469860621090/

ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩინჩალაძე, მურუსიძე და თვითონაც მათთან ერთად, როგორც მათი თანამზრახველი, პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, წარსულისთვისაც, აწმყოსთვისაც და იმ საქმეებისთვის, რაც მათ უკეთებიათ

ღარიბაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩინჩალაძე, მურუსიძე და თვითონაც მათთან ერთად, როგორც მათი თანამზრახველი, პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, წარსულისთვისაც, აწმყოსთვისაც და იმ საქმეებისთვის, რაც მათ უკეთებიათ.   თუ “ოცნება” ამ მოსამართლეებს ვერ მოიშორებს ან არ მოიშორებს, ეს მოსამართლეები “ოცნებას” დაამთავრებენ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7202076389900362/

ბექა ლილუაშვილი - ძალიან კარგად ჩანს, რომ "ოცნების" მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა

დღეს დილიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკვირდებით ქართული ოცნების მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, მებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება. სამწუხაროდ, ხშირად ეს ხდება ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევების, პროგრესის ფასადაც კი.   ძალიან კარგად ჩანს, რომ ოცნების მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კიარა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. პარტია, რომელიც ამბობს რომ აქვს 60% იანი მხარდაჭერა, ჯერ მისი წინამორბედის მსგავსად, საკუთარ საარჩევნო ისტერიულ შიშებზე არგებს კანონებს, და იქვემ

ანა ბუჩუკური - სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონები ახალგაზრდებისგან იცლება

·    2 დღის წინ დავბრუნდი სამეგრელოდან - გვქონდა უამრავი შეხვედრა ასეულობით ადამიანთან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში. ·   როდესაც აი, ამ შენობაში მსხდომი ადამიანების ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სრულ აბსურდზე ექიშპებით ერთმანეთს, ისიც როგორც წესი მხოლოდ კამერების წინ ყალბი შოუსთვის, ამ დროს რეგიონებში ადამიანებს ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული. ელემენტარულად - სასმელი წყლის პრობლემაც კი არ არის ქვეყანაში მოგვარებული. და ჩვენ აქ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?!

შალვა კერესელიძე - არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგია ახალგაზრდებისგან და ქართული გენოფონდისგან დაცლილი სამეგრელოს ქართული სოფლები და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მდგომი საქართველო

"ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. შევხვდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს იმედგაცრუებულ მოსახლეობას, რომელიც უკვე ორი წელია უშედეგოდ ელოდება მონატრებულ გაზიფიცირებას, რომელიც, 2020 წელს დაიწყო და ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გამრიცხველიანების და ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი, თუმცა, სოფელ ხაბუმეს მოსახლეობის 100- მდე ოჯახი, დღემდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ, რომელიც სანიაღვ

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დღეს წარდგენილ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის შეფარდება არარელევანტურია. „სააპელაციოში გავასაჩივრებთ. ჩემი დაცვის

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან. ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე. „უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. როგორც უწყებაში განმარტავენ, რაიმე სახის შეტყობინება ა

სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან არსებული გარემოვაჭრეების დახლები მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა. უწყების ცნობით, კონსტრუქციების აღებამდე მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს მოვაჭრეები, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”. “ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადა

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა - დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსული გარდაიცვალა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. როგორც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალის ოჯახის წევრი ჰყვება, ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს. როგორც კლინიკა „ბაოს“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, ქალი კლინიკაში სხვა კლინიკიდან „უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს“ და მისი გადარჩენ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება. ინფორმაცია ამის შესახებ UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს, გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს. UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი პოლიტკური პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც იზრდება, მეორეს მხრივ კი "ოცნების" ინდიკატორი არის ფსკერზე, ისტორიულ მინიმუმზე

"ოცნებას" ძალიან დაბალი ეთიკური სტანდარტები აქვს, მათი შეფასებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ თავიდან შეფასებას არ საჭიროებს. მათი სიტყვა სრულიად სხვაა, ხოლო საქმე კიდევ უფრო სხვა.ისინი ამბობენ, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, იქვემდებარებენ ცესკოს და 40%-იანი ბარიერს აუქმებენ. ერთადერთი პოლიტკური პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც იზრდება, მეორეს მხრივ კი "ოცნების" ინდიკატორი არის ფსკერზე, ისტორიულ მინიმუმზე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯ

პრეზიდენტი - პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა, რათა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს - დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, დათმონ სივრცეები - ეკლესიები, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს. ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“. ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე. პრეზიდენტის თქმი
×
×
  • შექმენი...