9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე.
კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია.
მისივე თქმით, 16 მარტიდან ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ.
publika
თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
”ინტერპრესნიუსი" შსს-სთან დეტალებს არკვევს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იპნ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
იპნ
"მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი.
ერთადერთი მიზანი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელის გულზე დაიდება ვინ არის და ვინ არ არის კეთილსინდისიერი."
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/382631754665554/
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.
პუბლიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.
„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრ
"საოცარი ემოციები გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა - როცა აგებ, როცა არ გიმართლებს და მაინც ამაყად და ბედნიერი აფრიალებ შენი პატარა ქვეყნის დროშას შუაგულ ევროპაში.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი არა! ბრძოლა არის აზრი ყველაფრის! ყოველთვის! და ყველგან!
ეს არის საქართველო. ჩვენ ვართ საქართველო!"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია თვლის, რომ არჩევნების პროცესის მიმართ ნდობა და ამომრჩევლის „აღქმებია მთავარი“ და „თუ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ მოგვატყუეს და ამ არჩევნებს არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პერსპექტივა - გააგრძელოს ქვეყნის მართვა, არის ნულს ქვემოთ“.
გახარია არ გამორიცხავს ისეთ პოლიტიკურ დინამიკასაც, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად აღმოჩნდნენ 50%-ს ქვემოთ. ე.წ. შუა პოლიტიკურ ვე
საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო:
აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის
ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე.
ინფორმაციისთვის, პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია.
როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო.
კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.
„შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე.
მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ.
ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტო
ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები.
ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამ
დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეებზე, ააიპ–ებსა და სსიპ–ებში დასაქმებულების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მისი განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას, ზოგიერთს კი პირადობის მოწმობებიც ჩამოართვეს.
„სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა მოქალაქეებზე, საჯარო მოხელეებისგან და არა მხოლოდ მათგან. ეს ეხებათ ააიპ-ის, სკოლების და ბაღების თანა
დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა.
„მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი.
იპნ
ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პოსტს აქვეყნებს.
"ეს გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია და ვერავინ შეძლებს ჩვენ დაკომპლექსებას, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და თავად არ შეგვწევს უნარი მსოფლიო კლასის ჩვენებისა ნებისმიერ სფეროში – ფეხბურთიდან ტექნოლოგიებამდე!
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესასახებ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
უწყების განმარტებით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველო ითვალისწინებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიშის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ODIN-მა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლი
უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,ზედმეტად დარწმუნებულია" იმაში, რომ მისი სამხედრო ძალები უკრაინის დამორჩილებას შეძლებენ. - ამის შესახებ CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) დირექტორმა უილიამ ბერნსმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელმა გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე საკმაო „თავხედობა და ქედმაღლობა“გამოავლინა, რაშიც ასახული იყო თავად პუტინის რწმენა, „რომ მას შეუძლია
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს
კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე იუწყება.
„მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის,” - წერს ზურაბიშვილი.
მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ., – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
ჭანკოტაძის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“.
„ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი
საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს.
უფრო ზუსტად, მსჯელობის საკითხს წარმოადგენს, პატრონიანი და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა:
კერძო სახლი / მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინ
იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.
როგორც Reuters წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.
იტალიის პოლიციი