Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა


ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ,  თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პოსტს აქვეყნებს. 
 
 
"ეს გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია და ვერავინ შეძლებს ჩვენ დაკომპლექსებას, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და თავად არ შეგვწევს უნარი მსოფლიო კლასის ჩვენებისა ნებისმიერ სფეროში – ფეხბურთიდან ტექნოლოგიებამდე!
ანა რობაქიძე, ხვიჩა კვარაცხელია და უამრავი წარმატებული ახალგაზრდა დღეს გამარჯვებისა და პირველობის რწმენას უბრუნებენ ქართველებს! მადლობა მათ ამისთვის!", - წერს გიორგი გახარია. 

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...