Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.668

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სააპელაციო სასამართლომ გორში, ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გორში, 2021 წლის 7 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ოთხი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბა

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა - განსახილველი საკითხი სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლებაა

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატი

სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს. ,,გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი." – წერს სააკაშვილი წერილში. თავის მხრივ, ხაბეიშვილი მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. ,,მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, მხარ­და

საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ

საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა. კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვ

საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“. მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხად

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია - საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება

ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე რიონის ადიდების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრად მი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭის გზაზე კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. „მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალცი

სააგენტომ Азимут-ს სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ბათუმის რეისებზე ნებართვა მისცა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან. სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება. სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით. სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა

სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტომ გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს დევდორაკიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია ს

რწმუნებულის მოადგილე - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია - გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ

ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია,- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება. „მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამო

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იპნ

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები, მათ შორის 11 თვის ბავშვი

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი. „ახლა მაშველები ახორციელებენ დარტყმის შედეგების ლიკვიდირებას და შენობების ნანგრევებს ასუფთავებენ“, - ხარკოვის გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გრო
×
×
  • შექმენი...