Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

,,გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად.

მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი." – წერს სააკაშვილი წერილში.

თავის მხრივ, ხაბეიშვილი მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის.

,,მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, მხარ­და­ჭე­რის­თვი­სა და კე­თილ­გან­წყო­ბის­თვის. მზად ვარ მი­შას, ნი­კას, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უკომ­პრო­მი­სო, ურ­თუ­ლე­სი ბრძო­ლის­თვის" - აღნიშნავს ის.

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...