„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.
დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალად
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩ
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის და, ასევე პირველი ვერსიის უკან გაწვევაზე.
ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს.
საზოგადოებრივი პროტეს
საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ცნობად არის მიღებული ინიციატორების მიმართვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით და ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია. „განსახილველ საკითხებში დაემატა კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით. საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირე
„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი, - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა მოიგეს საქართველოს მოქალაქეებმა და ახალგაზრდების მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტმა თავისი 3 მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“.
ამასთან, კობახიძემ „ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.
"კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტ
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.
შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო.
დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.
ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა.
წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს.
"ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით:
ლოტი
თბილისში საპროტესტო გამოსვლები უპირველესად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა ,,Россия сегодня“- ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი წერს.
მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოში ჯარს კი არ გაგზავნის, დაუყონებლივ დაარტყამს თბილისს.
„ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ შეიძ
ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
„გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი.
ipn
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება აქტიურად ადევნებს თვალს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, ვითარების მიმდინარეობა და ანალიზი საკუთარი თვალსაწიერიდან განიხილოს.
აფხაზური მხარე გამუდმებით იმეორებს, რომ თბილისში გამართული აქციების მონაწილეები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პროცესები დასავლეთიდან იმართება.
„ეგრეთწოდებული მშვიდობიანი მომიტინგეები ისეთ ქმედებებს ეწევიან, როგორიცაა: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩების გადაკეტვა და აგრე
საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“.
პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩ
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ.
„არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს ა
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
„თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექ
მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს.
„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
ტექნიკური
ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.
მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.
ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში.
მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს.
„რეფორმები
პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
"რამდენიმე წუთის წინ Deutsche Welle -ზე.
ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის!", - წერს ანა ბუჩუკური.
332189072_158000687117434_4926562113538278110_n.mp4
უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე
დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ
2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია.
ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
რაც შეეხება ყველაზე ანგარ
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს.
პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს.
“არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, რო