Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.162

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი 1930-იანი წლების უცნობი კადრები — “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”

ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა. გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს,

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრ

ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და „ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ ათეულშია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ხვიჩა კვარაცხელია 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე გავიდა. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლიონელ მესი დასახელდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ ლონდონში გაიმართა. საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლ

ინსპექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებ

„ახლისადმი ინტერესი ამ ასაკშიც არ დამიკარგავს” – მზექალა შანიძის ამბავი

მართალია, თავად ამბობს, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად არ მიმაჩნიაო, მაგრამ მისი მიდგომა საკითხებისადმი და უცვლელი ინტერესი სიახლისადმი, მის კვლევებთან ერთად, მზექალა შანიძეს ბევრი ნიშნით გამორჩეულ ფიგურად აქცევს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. ჩვენი საუბარი ბავშვობით დაიწყო, სადაც რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი ინტერესი წიგნი იყო: წიგნი – მთავარი ინტერესი ყოველთვის წიგნი იყო ჩემი ინტერესი. მე მგონი, რომ დავიბადე, პირველად წიგნებს შევხედე, ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვ

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi, ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მეორედ მოიპოვა. World Travel Awards-ის 31-ე ცერემონიას ბერლინმა უმასპინძლა. ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და მიმართულებები.

„ოცნება“ რუსულ კანონს აბრუნებს

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ გადათქვა და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მისი თქმით,

სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა

სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით; 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი. $1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი. ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.  

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთ

სელინ დიონი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს

ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფ

გიორგი შარაშიძე - ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული (ვიდეო)

ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418774734555221/

ნათია მეზვრიშვილი - “ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა (ვიდეო)

“ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1274189883562892/

შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა - ვიდეო

"შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა."  სოფია ქაცივაძე , პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოზურგეთის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/OzurgetiForGeo/videos/1051224856533985/

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრ

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები 41%-ზე არ რეაგირებენ - კვლევა

„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. ამასთან, ამ პერიოდში მოხდა მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი. ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლ

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეი

გაპანღურებაზე კომენტარის შემდეგ EU-ის ელჩი მიანიშნებს, რომ მისი გაძევება დღესვე შეუძლიათ

საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს. კერძოდ: 8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ; საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა (ვიდეო)

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   AQMmMX6VW5mLdk9fdxIdEz7qvGoycYOGhYd0r1iJ5tojv-uGrM1gndJa_Dxwqec_Cge_A5KB9B8zkiiG7uZNCA5c.mp4

ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს „არჩევნების გაყალბების საქმეს“. მეზვრიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებენ. მეზვრიშვილის შეფასებით, საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება „არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს“, ხოლო პროკურატურას „ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების“ თანამონაწილედ. მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზანი „გაყალბების მთავარი მტკიცებულები

გიორგი გახარია - შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა

თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? , - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა. ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომე

ურთიერთობას რისკის ქვეშ აყენებენ - როგორ აღიქმება საქართველოში გაკეთებული განცხადებები აშშ-ში

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. "იმის შესახებ, რომ საქართველ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ

დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. „ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გა
×
×
  • შექმენი...