უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპ
მთავარი მოკავშირე დღევანდელი ხელისუფლების არის ნიჰილიზმისა და დემორალიზების დათესვა...
სოფო ხორგუანი სტუმრად ვიკა ბუკიას გადაცემაში ''პირველი ხაზი''
ვიდეო: https://www.facebook.com/watch?v=1260171592037604
საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სათემო აქტივისტებთან ერთად, ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში პეტიციები წარადგინა.
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მთიან და უმცირესობების დასახლებებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლა.
თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.
როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.
„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის.
ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რო
ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლი კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მარ
რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება.
„აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი
ავსტრიამ რუსეთის ოთხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ორი მათგანი ვენაში გაეროს მუდმივმოქმედი მისიის წევრია, ორი კი - რუსეთის საელჩოს თანამშრომელი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.
გაზეთ Kurier-ის ინფორმ
რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა.
წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.
96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში.
თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და
მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში.
დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს.
პუბლიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.
თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა.
რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ განმეორებ
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.
ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს.
ნაციონალური მოძრაობა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
მისი თქმით, ვერ წარმოუდგე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილე
მთავარი არ არის 29 ში ეს ადამიანები სად იდგებიან, მთავარია 26 ოქტომბერს რა არჩევანს გააკეთებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანები გაისტუმრებენ “ოცნებას” ოპოზიციაში, ეს იქნება მოცემულობა, რომელიც დადგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე მორალურად იძალადო.
არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეები, ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ დააყენო.
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია.
მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“.
7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.
ipn
პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს.
რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:
ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს.
მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად.
ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის სამი წევრი, რომლებმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.
ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც...
"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს".
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე
384550531_1017295836124925_4618197894283074768_n.mp4
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.
ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.
შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თ
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა.
უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას.
მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის
ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" დღის წესრიგს კი არ გავყვეთ, ჩვენი შევინარჩუნოთ.
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/reel/574570038757093
უკრაინამ თურქეთიდან „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
„თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.
იპნ
შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.
ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა:
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავ