Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.603

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. რატი ბრეგაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში. „დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება კონკრეტულად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების პროექტს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვარგარეთ ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვას ადასტურებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვარგარეთ ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვას ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაციაზე - ბათუმში ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა - იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნულით სოჭიდან საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. „გემის სააგენტო კო

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მმართველი პარტიიის წარმოწყებულ კამპანიას განცხადებით ეხმაურებიან. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. „ჩვენ, ხე

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. ,,ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ. შეგახ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. განაჩენის თანახმად, მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს, როინ მებონიას  20-წლით პატიმრობა შეეფარდა. როგორც ხათუნა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ის აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს. მოკლულის დედა განმარტავს, რომ მისი სიძ

საზოგადოებრივ მაუწყებელში იზრდება მეურვეების რაოდენობა და არჩევის წესი - "ოცნების" კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და მათი არჩევის წესი. ბიურომ კანონპროექტი დღევანდელ, 22 მაისის, სხდომაზე დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით: 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათგან ორ კანდიდატს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს. ამ დრომდე კანდიდატების დასახელების უ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს  - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კომისიაში 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც „იმედის“ 4 თანამშრომელია. დადგენილების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, კომისიის შემადგენლობაში არიან: დავით მაღლაფერიძე — რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი; მაკო ჯაოშვილი — მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; გორედძი

სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი - იოზვიაკი სტატუსზე

„სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს

სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) სამართალდამცველებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკავება გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს. ipn

სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 15,6 მილიარდი დოლარის დახმარების საგანგებო პაკეტი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ პარასკევს დაამტკიცა პაკეტი უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხამ უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელი საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის

სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება. 2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასებ

საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს. publika

საერთო სტუდენტურ გაფიცვას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრალური უნივერსიტეტებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. გაფიცვას უ

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი - ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი - სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ დიდ პოტენციალს, შეგვიძლია, საქართველოში მეტი ღონისძიება ჩავატაროთ

დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა. იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და ს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, საქართველო ასეთი ხარისხისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს #1TVSPORT​

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივამა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს ასეთი ხარისხისთვის. „ჩვენი შეფასებით ყველაფერი მაღალ დონეზეა, ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ისე მათი მწვრთნელებიც. ამ დრომ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს

საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ

საერთაშორისო მედიებმა Julius Baer-ზე პრესრელიზის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს – ივანიშვილის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე. Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „დაინტერ

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა

საერთაშორისო ექსპერტები პუტინის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გარშემო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, რო

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის წლევნადელი კონკურსის ფავორიტები დაასახელეს

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის 2023 წლის ფავორიტის ვინაობა უკვე დაასახელეს. მათი პროგნოზით, კონკურსში შესაძლოა ისევ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომელსაც ამჯერად ჯგუფი TVORCHI წარადგენს, სიმღერით Heart of Steel. ბუკმეკერების შეფასებით ფავორიტთა ხუთეული, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება: მეორე ადგილი - შვედეთი; მესამე - ფინეთი; მეოთხე - ნორვეგია და მეხუთე - ჩეხეთი. ცნობილია, რომ ყველაზე მასშტაბული მუსიკალური კონკურსი, 2023 წლის მაისში, ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართება. შოუს წინა წლის
×
×
  • შექმენი...