წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა აჟოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა.
მისი განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.
ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს.
სტატიაში საქართვ
კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
“მათ [რუსებმა] მხოლოდ შეტყობინების მიღება დაადასტურეს. გაცვლა არ იყო. ეს მხოლოდ შეტყობინება და მიღების დასტური იყო, [უსაფრთხოების] არანაირი გარანტიები”, - აღნიშნა სალივანმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსულ მხარეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ გაკვირვებოდა, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები გადაეცათ.
უკრაინაში დაბრუნდა 24 ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში გაიტაცეს.
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქესანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვები სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდნენ.
უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ცხრამეტ ათასზე მეტი არასრულწლოვნის დეპორტაციის ფაქტია დაფიქსირებული. უკრაინაში ამ ეტაპზე მხოლოდ 361 დაბრუნდა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მოტყუებით ჰპირდებოდა მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას.
როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადითი ითვალისწინებს.
ნ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატის დაფინანსებით მოთხოვნით აქცია 29 აპრილს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება:
„მშობლები უკვე წელიწადნახევარია ველაპარაკებით სახელმწიფოს.წელიწადნახევარი გავიდა უშედეგო საუბარში. სახელმწიფოს გულგრილობამ მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა. ჩვენ, კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ, ვათევთ ღამეს კანცელარიასთან, და ვითხოვთ ელემენტარულს – ყურადღებას ხელისუფლებისგან. ყურადღების ნაცვლად, მშობლები პასუხად ვიღებთ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციი
რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო ს
შეერთებულმა შტატებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები დაასრულა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა გამოიწვია, თუმცა ე.წ. Title 42 შეზღუდვები მაშინვე შეიცვალა თავშესაფრის მიღების ახალი წესებით, რომლებიც უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
მიმდინარე კვირაში მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მიღების ახალი წესები გაცილებით გაართულებს შეერთებულ შტატებში დარჩენას.
ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მი
ადგილობრივების ცნობით, გუდამაყრის ხეობაში, მაშველებმა მდინარიდან ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი ამოასვენეს.
პირველის ცხედარი გუშინ, მეორესი კი დღეს აღმოაჩინეს.
ისინი მდინარემ გუშინ, ჯომარდობის დროს გაიტაცა.
ნეტგაზეთი
ტაილანდის სამი მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე საქართველოში უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. ინფომაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში ერთ-ერთი დასამების სააგენტო დაზარალებულებს ბათუმში, სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელმა ტაილანდის სამი მოქალაქე ბათუმის ნაცვლად მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, ჩამოართვა პასპორტები და არ აძლევდა დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დას
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18
ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, ტრაგედიის პირველივე დღიდან “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ტრაგედიას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით იყენებს.
"ახლა ეს კომისიაც იქ
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციასშ ორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში იმუშაონ.
885-კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი – ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ დღემდე უცნო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებ
ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.
იპნ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან.
ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის
„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს.
პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
პუბლიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“
ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
იპნ
1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება.
რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.
„ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან შეკრი
მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
„ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო.
ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.
იპნ
16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და აქციის დარბევას ეხმაურება.
„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ი