Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.056

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კიევი: რუსეთი უარს ამბობს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო  თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა. უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ  მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს – ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. როგორც გამოცემა Meduza სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7-ს აჭარბებს. რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინის ოფიციალურ პირებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში წერდა, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი 14 რაკეტა გ

ეტლით მოფარიკავე ქალებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ირმა ხეცურიანი, ნინა თაბილაშვილი და გვანცა ზადილშვილი ნახევარ-ფინალში დამარცხდნენ პოლონეთის ნაკრებთან – ანგარიშით 43:45, ამ გზით, ისინი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა შეძლეს მოეპოვებინათ ბრინჯაოს მედალი.   იქამდე, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვეს ვერცხლის მედლები.

ევროკომისიის პრესსპიკერი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შა

ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია - იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ. გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას: წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი (ვიდეო)

ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი. იმისთვის, რომ ჩვენ ეს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ, ქვეყანა დასაბრუნებელია, როგორც ევროპული განვითარების გზაზე, ისე დემოკრატიული განვითარების გზაზე. დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება". ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება" ნიშნავს ევროპული მომავლის გადარჩენას.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/

„მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია WHO-მ გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის გარკვეულ ნაწილში „მაიმუნის ყვავილის” გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ვირუსულმა დაავადებამ კონგოს რესპუბლიკაში თავდაპირველი გავრცელების დროს, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსვერპლა. ამჯერად ის გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებშიც, რის საფუძველზეც WHO-მ საგანგებო კომიტეტი მოიწვია. WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, დაავადების გავრცელების პოტენციალი აფრიკის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ „ძალიან შემაშფოთებელია”.

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. „იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტ

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). √ დაუშვებელია ერთი და იმავე

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მე

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - იგეგმება რეზოლუციის მიღებაც

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც – წარდგენილ

კირილ ბუდანოვი - ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ

ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა. “პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკე

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტები Ту-95 და Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ისროლეს

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს. „Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა. მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბ

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო. პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ. კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგ

ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია. "ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმ

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას განიხილავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] განიხილავს ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. როგორც ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლოტმა ეპიფანემ უკრაინულ „გაზეტა.უა“-ს უთხრა, გადაწყვეტილება  ამ თვეში იქნება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გადასვლის შესახებ მიღებული არაა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიამ უკვე დაიწყო მუშაობა მრევლისთვის ლ

არძინბა აფხაზეთში გაეროს პროექტებს ისევ დახურვით ემუქრება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება. როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა. 2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მო

ევროკავშირის პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში “შეუსაბამოდ” ჩაცმას აკრძალავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს. კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის. “განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მ

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებებია

ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება. “ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს. იპნ

„პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია“ — ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია. ელჩის თქმით, ზუსტად არ იცის, რა მოხდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნება. „წავიკითხე გარკვეული ცნობები. არ ვარ სრულად ინფორმირებული, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება გამოძიებული. რაც შეგვიძლია ვთქვათ ხმამაღლა და ცხადად, ისაა, რომ პოლიტ
×
×
  • შექმენი...