Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.442

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ენდობა პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას - მჯერა თქვენი სოლიდარობის 29 დეკემბერს და მერეც, ახალ არჩევნებამდე!

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც. "საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" , - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

სალომე ზურაბიშვილი - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ

სალომე ზურაბიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა - პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმთ, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერ

სალომე ზურაბიშვილი - სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე - ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს

სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციები რეალურად მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და უნდა გაგრძელდეს. “არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრე

სალომე ზურაბიშვილი - საკმაოდ ვრცლად ავხსენი, რატომ არ შევიწყალებ სააკაშვილს, მეორე მხრივ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მსურს, მას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. „მე ა

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოება არ დათმობს შვილების მომავალს, ევროპულ არჩევანს, ჩვენი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს

ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავისევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაცხალხმა აგირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს საქართველო ზეიმობს, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. „დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების

სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა - სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. „მორიგი გარდამტეხი გამარჯვება - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის

სალომე ზურაბიშვილი - რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“. „კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შე

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა

როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა, როგორც თანამშრომლობის ზღვა, ეს არ მოხდე

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია

საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, ჩვენ სრულად უნდა გავაკონტროლოთ, რაც ხდება

ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი და ამავდროულად, იმედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში გაიარა. „უკრაინამ ყველაფერს გაუძლო ათი თვის განმავლობაში. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს, იყო გამძლე. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, დაა

სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურ

სალომე ზურაბიშვილი - როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ

დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინა

სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი

ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდ

სალომე ზურაბიშვილი - რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები - ქართველი არალეგალები უნდა მოვამზადოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა საფრთხე არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამისთვის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს პარტნიორ ქვეყნებთან. პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ. „დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, ს

სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას - დეტალები კვირას გახდება ცნობილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი. „ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართვე

სალომე ზურაბიშვილი - პრაქტიკულად, აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში

პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო. „პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შე

სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა და სწორად შეაფასა სამომავლო საფრთხე, როცა არ მივიღეთ საჭირო საერთაშორისო რეაგირება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას. „ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ იმისთვისაც, რომ უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის

სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, სადაც თანაცხოვრების ტრადიცია შენარჩუნებულია, საჭიროა, დეპოლარიზაციის ყველა არსებული საშუალება გამოვიყენოთ

პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს. „მოქალაქეების

სალომე ზურაბიშვილი - პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ - გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები. „ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩ

სალომე ზურაბიშვილი - პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ პარიზში, ზაფხულის 33-ე

სალომე ზურაბიშვილი - ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება - მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის

ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“. „ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგ

სალომე ზურაბიშვილი - ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით. „კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი - ნაყოფიერი საუბარი შედგა რობერტა მეცოლასთან, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით

სალომე ზურაბიშვილი - მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია. „მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტ
×
×
  • შექმენი...