ევროპის საბჭო აქვეყნებს ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული, საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.
გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენ
26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა.
განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია.
როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა.
ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლ
თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
„დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამია
6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართება.
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანე
კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავ
საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში.
"ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ.
ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა.
„იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო დუეტია და ევროპის მასშტაბითაც - ერთ-ერთი საუკეთესო.
კვარა-ოსის დუეტმა ,,ნაპოლის" მორიგი გამარჯვება ,,სპეციასთან" მატჩში მოუპოვა. გასულ თამაშში ნიგერიელმა დუბლი შეასრულა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
იტალიურმა გამოცემა Spazionapoli-მ ბრწყინვალე დუეტზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: ,,ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, უცნაური წყვილი, რ
მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტ
დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნება” იღ
ოკუპანტი რუსების მიერ დახვრეტილ ტყვე უკარინელ მებრძოლში, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა ფრაზა: ,,დიდება უკრაინას," ახალგაზრდა ქალმა საკუთარი ძმა ამოიცნო.
ინფორმაცია ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC-ის პროდიუსერმა, სოფია კოჩმარ-ტიმოშენკომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
მისი თქმით, სიკვდილით დასჯის მომენტში გადაღებულ ვიდეოში უკრაინელმა ქალმა საკუთარი ძმა თვალებით, ხმით და ასევე, სიგარეტის მოწევის მისეული მანერით ამოიცნო.
,,გავიგე. გადავამოწმე. მისი და ამბობს: ეს, 100 პროცენტით,
რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.
„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.
gur
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კმ-ში, ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელი პანტიანში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში.
სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდა
17.00 საათზე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა და დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. როგორც სააგენტო Anadolu იუწყება, მედიას ეკრძალება კონკრეტული შედეგების გავრცელება 21:00 საათამდე. თურქეთში ეგზიტპოლები არ ტარდება.
ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცე
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადე
ბელგია უკრაინას სთხოვს განმარტებას იმის შესახებ, გამოიყენეს თუ არა ბელგიაში წარმოებული იარაღი პროუკრაინულმა ძალებმა რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის ბელგოროდის ოლქში, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ განაცხადა.
„ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და ითხოვენ ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. ევროპული იარაღი უკრაინას მიეწოდება იმ პირობით, რომ იგი გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკ
დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამასთან, უკრაინული მხარე აღიარებს, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს.
ასევე, გაზრდილია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინული ჯარი წინ 5,5 კმ-თი წაიწია, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ აყვანილი ტერიტორიის ფართობი 90 კვ. კმ-ს შეადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის განცხადებით, ფრონტის ცხელ წერ
პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში. 10 მაღაროელი საკვების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა.
3000-ზე მეტი მაღაროელი ჭიათურის ქუჩებში ყოველდღიურად მსვლელობას მართავს. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.