Jump to content
Planeta.Ge

,,მოქანდაკე და მხატვარი"- ნეაპოლური მედია კვარაცხელია-ოსიმენზე


 

image.jpeg

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო დუეტია და ევროპის მასშტაბითაც - ერთ-ერთი საუკეთესო.

კვარა-ოსის დუეტმა ,,ნაპოლის" მორიგი გამარჯვება ,,სპეციასთან" მატჩში მოუპოვა. გასულ თამაშში ნიგერიელმა დუბლი შეასრულა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

იტალიურმა გამოცემა Spazionapoli- ბრწყინვალე დუეტზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: ,,ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, უცნაური წყვილი, რომელიც შორიდან მოვიდა".

Spazionapoli: ,,შეუდარებელნი. და, საქმე მხოლოდ ციფრებში არაა. სეზონის დაწყებიდან ერთად 27 გოლი და 18 საგოლე პასი, რა თქმა უნდა, შიშის მომგვრელია, მაგრამ ეს არ კმარა შემტევი დუეტის ძალის ასახსნელად, რომელიც ფაქტობრივად იერარქიებს არღვევს. ცოტა ხნის წინ უცნობი ფეხბურთელები, დღეს უნივერსალური ენის პროფესორები არიან და თავიანთი თამაშით მსოფლიო ფეხბურთში ადგილს იმკვიდრებენ. დუეტი მზად არის ნაპოლის ფანებს ოცნება აჩუქოს - ორივე შორიდან ჩამოვიდა, როგორც ჩანს, ძალიან კონკრეტული მისიით: ევროპის დასაპყრობად და ნეაპოლის აღსატაცებლად. ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ერთი პოეტი, მეორე მწერალი. ახლა მათ უფრო მაღალი მწვერვალები აქვთ დასაპყრობი. ნეაპოლელებს სურთ ქუჩებში სიხარულით ყვირილი, ჩახუტება და ტირილი. ნეაპოლს სურს მწვერვალის დაპყრობა და გონების დაკარგვა. ნეაპოლს არ სურს ბოლო წლების ყველაზე ლამაზი სიზმრიდან გამოღვიძება."

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას კონკრეტულად სერია A- 17 მატჩში, საკუთარ აქტივში 8 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგასაც მივათვლით, მაშინ - 22 მატჩი, 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, 9 საგოლე პასით ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში საუკეთესოა.

ნაპოლის 21 ტურის შემდეგ 56 ქულა აქვს და პირველ ადგილზე 13-ქულიანი უპირატესობითაა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, შინ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან ჩაატარებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...