Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.746

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეკა ლომიძე: ეს კანონი არა პრობლემის აღმოფხვრას, არამედ ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას უფრო ემსახურება

ცხოველთა მოყვარული საზოგადოება და ცხოველთა უფლებადამცველები წლებია ელოდებიან შინაურ, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც ქუჩის მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მათ მიმკედლებელ ადამიანებსაც დაეხმარება და ჯიშიანი ცხოველების პატრონთა პასუხისმგებობებსაც გაზრდის, ვინაიდან მათი მხრიდან ცხოველების მიტოვების ფაქტები ხშირია. გასულ კვირას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო, რომლის შინაარსმაც

„რადიო თავისუფლება“ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედ

გარემოს ეროვნული სააგენტო - ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებითაა განპირობებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და

24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ე

მიშა დაუშვილი - უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე

უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ ა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

ვერტმფრენს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ინციდენტი შეემთხვა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვიზიტისას. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო იტყობინება და ინფორმაციას CNN ავრცელებს. “პრეზიდენტის თანმხლები პირების ნაწილმა შეძლო დაკავშირება ცენტრალურ შტაბთან, რაც იმედს იძლევა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, – წერს ირანული წყარო. ირანელების დელეგაცია სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ორ მათგანში მინისტრები და სხვა მაღა

მიშა დაუშვილი - ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა (ვიდეო)

"ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა." მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ”საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183003602914982/

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - კერძოდ: 4 ა

"ყველა კარი დაიხურა" – როგორ ატყუებდა სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს

მეოთხე დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის - VOXZOGO-ს შემოტანა და დაფინანსება.  მშობლების ინფორმაციით, ქვეყანაში აქონდროპლაზიის დიაგნოზი 17 ბავშვს აქვს დასმული, მათგან მედიკამენტი 12-ს სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტი ძვირადღირებულია და ერთწლიან დოზას 200 000$ სჭირდება, ამ დიაგნოზის მქონე ბავშ

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს

გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექც

„რა? სად? როდის?" - ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება. „ევროკავშირი აქტუალურ

გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, რუსების დანაკარგები 219 100-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს. ipn

ანა მალიარი - მტერი ადვილად არ დანებდება, ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით. „უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რო

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევაზე ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილის შეფასებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ არანაკლებ 90 ხმით.

უკრაინაში ქართველი მებრძოლები დააჯილდოვეს

ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“. ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ: ლევან ფიფია; დიმიტრი კუჭავა; ზაქარია შუბითიძე; მიხეილ კამლაძე. ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი. ნეტგაზეთი

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური მოკლეს

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლედ. პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს. ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს. იპნ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, წუხელ რუსეთის 15-დან 11 დრონი გაანადგურეს

რუსეთმა უკრაინაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 15 დამრტყმელი დრონით შეუტიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი). საჰაერო ძალების ცენტრალური და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში განადგურებულია 11 დრონი. ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები. დრონებით წუხანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნ

როგორ მოვიქცეთ, როცა სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ ვიღებთ

ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა. გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მ

გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

2023 წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით [RPPI], 3%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 13.1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 28.8%-ით არის გაზრდილი. საქსტატის განმარტებით, RPPI მოიცავს თბილისში უძრავი ქონების ახალ საცხოვრებელ ბაზარს, მათ შორის მრავალსართულიან სახლებსა და კერძო სახლების

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს. ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ

იდენტიფიცირებულია შოვში ნაპოვნი ყველა ადამიანი — ეძებენ ზაზა მესხის 2 შვილს

29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია. როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა. „დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ

თურქეთში კაცი ხანძარს ემსხვერპლა ტყეში, სადაც 12 000 ნერგი დარგო

თურქეთში 78 წლის კაცი იმ ტყეში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, სადაც 12 000 ნერგი დარგო. თურქული მედიის თანახმად, უბედური შემთხვევა გუმუშჰანეს პროვინციაში, ქოსეს მუნიციპალიტეტში მოხდა. სააგენტო DHA-ს მიხედვით, ომერ ბულუთი 30 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. მოგვიანებით ახალგაზრდობის ოცნება ძმასთან, აბდურრაჰმანთან ერთად აისრულა და მშობლიურ სოფელში 30 ჰექტარ მიწაზე 12 000 ნერგი დარგო. ძმებმა ამისათვის 500 000 ლირა დახარჯეს. ტყეში, რომელსაც მოხუცი უვლიდა, 24 სექტემბერს

თბილისში, ბახტრიონზე, გზის საფარი დაიბზარა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა. გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება გზის საფარს, მერიის

ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია. IDF-ს განცხადებით, ჰამასის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ისამ აბუ რუკბეჰი ღამით ღაზაზე საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, აბუ რუკბეჰი  პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. IDF-ს განცხადებით, აბუ რუკბეჰმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თა
×
×
  • შექმენი...